პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა — უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის მოქალაქე ძარცვისთვის იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდნენ. კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იძებნებოდა.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.

ამჟამად სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიინტერპოლით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 1 და უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
  2. ალიაოპოზიციურიბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
  3. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოეთის 3 მოქალაქე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოეთის 3 მოქალაქეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები