ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი ბათუმში დააკავეს
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები 12 წლის ბავშვზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ედავებიან. შსს-ს ცნობით, დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს
უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…