ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოეთის 3 მოქალაქე
შსს-ს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით იძებნებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.
„დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდნენ.
კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იძებნებოდა“ – იუწყება სამინისტრო.
შსს-ს ცნობით, ძებნილი პირები ბათუმში დააკავეს და ამჟამად სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…