ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება შსს. უწყების ცნობით, ისინი მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით იძებნებოდნენ და მათ მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდნენ. კერძოდ, უკრაინის ორი მოქალაქე მკვლელობისთვის, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ან მის დამხმარე ნაგებობაში ჩადენილი ძარცვისთვის იძებნებოდა.
“სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.
ამჟამად სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…