ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სოსიაშვილი: უკრაინაში, როდესაც მიკიტა პოტურაევი გახლდათ რადას დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი, თვითონ მოაწერა კანონპროექტს ხელი, რომელიც უკრაინაში სხვადასხვა პარტიის აკრძალვას ითვალისწინებდა - უკრაინაში 22 პარტიაა აკრძალული და მაშინ რატომ არ გამოხატავდა შეშფოთებას

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატ გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, მიკიტა პოტურაევის გასარჩევი არ არის საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები. მისი თქმით, პოტურაევმა უკრაინაში თავად მოაწერა ხელი კანონპროექტს 22 პარტიის აკრძალვის შესახებ და მაშინ შეშფოთება არ გამოუხატავს.

ბატონ მიკიტა პოტურაევის გასარჩევი და გასარკვევი არ არის საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.

ის ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის მიკიტა პოტურაევის განცხადებას, რომელშიც პოტურაევმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა.

გიორგი სოსიაშვილმა გაიხსენა, რომ პოტურაევმა რადის დეპუტატობის დროს თავად მოაწერა ხელი უკრაინაში პარტიების აკრძალვის კანონპროექტს.

„მთელ საზოგადოებას ახსოვს, რომ უკრაინაში, როდესაც ის გახლდათ რადას დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი, თვითონ მოაწერა კანონპროექტს ხელი, რომელიც უკრაინაში სხვადასხვა პარტიის აკრძალვას ითვალისწინებდა. ბევრი პარტია აიკრძალა - უკრაინაში 22 პარტიაა აკრძალული და მაშინ რატომ არ გამოხატავდა შეშფოთებას, როცა საკუთარ ქვეყანაში თავად კრძალავდა ამ პარტიებს ოპოზიციური განწყობებიდან და მათთვის არასასურველი პოზიციიდან გამომდინარე. საქართველოში კი როცა ანტიკონსტიტუციური ძალების აკრძალვაზეა ლაპარაკი, მიკიტას და მიკიტას მსგავს ადამიანებს უნდა შევეკითხოთ, ავკრძალოთ თუ არა, საქართველოს პოლიტიკურ ველზე უნდა იყვნენ თუ არა ასეთი ანტიკონსტიტუციური პარტიები? ეს ხომ წარმოუდგენელია”, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგიორგი სოსიაშვილი მიკიტა პოტურაევზე: მაშინ რატომ არ გამოხატავდა შეშფოთებას, როცა საკუთარ ქვეყანაში კრძალავდა პარტიებს?
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და უკრაინის რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები