ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე – მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული

საქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძე მიკიტა პოტურაევს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უკრაინაში პარტიების აკრძალვას უჭერდა მხარს, საქართველოში კი ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაუქმებით აღშფოთებულია.

არჩილ გორდულაძე – მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული
არჩილ გორდულაძე – მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიულიპირველი არხი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძემ კომენტარი გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში.

„ეს ადამიანი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა. საერთო ჯამში, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში. საერთოდ არ იყო აღშფოთებული როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ამ დამნაშავის და „მაოხრებელი გზირის“ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით. ამ რეალობას თუ ვინმე დაიჯერებს, დიახ, ასე იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე დემოკრატიის შუქურაა, როგორც გვასაღებდნენ 2004-2012 წლებში და ამ ადამიანის პარტიების აკრძალვა, თურმე დემოკრატიის უკუსვლაა. ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა სცადოს უცხოეთიდან ამ განცხადებების გაკეთებაა, ან მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა, მაგრამ აღშფოთებულია „ნაცაგენტურის“ პარტიების გაუქმებით - რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ადამიანი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა. საერთო ჯამში, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში. საერთოდ არ იყო აღშფოთებული როდესაც მიხეილ სააკაშვილის, ამ დამნაშავის და „მაოხრებელი გზირის“ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ აღშფოთებულია საქართველოში ნაცაგენტურის პარტიების გაუქმების პროცესთან დაკავშირებით. ამ რეალობას თუ ვინმე დაიჯერებს, დიახ, ასე იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე დემოკრატიის შუქურაა, როგორც გვასაღებდნენ 2004-2012 წლებში და ამ ადამიანის პარტიების აკრძალვა, თურმე დემოკრატიის უკუსვლაა. ის, რაც დემოკრატიულია უკრაინაში, ვერანაირად ვერ იქნება ანტიდემოკრატიული ჩვენს ქვეყანაში, რა თანამდებობის პირმაც არ უნდა სცადოს უცხოეთიდან ამ განცხადებების გაკეთებაა, ან მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში - უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები