ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფო ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს საფუძვლად უდევს: მე, რომ მკითხოთ ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლების მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტები

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკაა და ის უნივერსიტეტებში უნდა იდოს. მან ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო სარჩელისთვის „თხზულების“ წოდებას მსხვერპლთა ჩვენებების ფონზე წარმოუდგენელი თავხედობა უწოდა.

სოფო ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს საფუძვლად უდევს: მე, რომ მკითხოთ ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლების მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტები
სოფო ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს საფუძვლად უდევს: მე, რომ მკითხოთ ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლების მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტებიიმედინიუსი

ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საკონსტიტუციო სამართლოში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

მან სტუდიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში მიიტანა, რომელიც საფუძვლად უდევს საკონსტიტუციო სარჩელს.

როგორც სოფო ნიკოლაიშვილმა განმარტა, აღნიშნული დოკუმენტი 365 გვერდისგან შედგება, სადაც ფაქტებით და კონკრეტული დაზარალების მიერ არის აღწერილი ის სისასტიკე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ატარებდა.

„რამხელა თავხედობას აქვს ადგილი, როდესაც ვისმენთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოზე გამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან, რომ თხზულებაზე დაყრდნობილი სარჩელია. ეს ყოფილა თურმე თხზულება. წარმოუდგენელი თავხედობაა იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული მსხვერპლების ჩვენებები. ეს არის დაღუპული ოჯახების ჩვენებები“, - განაცხადა სოფო ნიკოლაშვილმა.

მან მაგალითად ნანა ქადაგიშვილის მიერ მოყოლილი ისტორია გაიხსენა.

„გივი თარგამაძე მივიდა, 22 მილიონი ლარი მოსთხოვა რევოლუციის დაფინანსებისთვის მის მეუღლეს. აქედან დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. აღარ ჰყავს მას ქმარი, არ ჰყავს შვილი. ციხეში მოუკლეს ფაქტობრივად. გამოვიდნენ თუ არა დაიხოცნენ მისი ოჯახის წევრები. ამას დღეს კომიკურს და თხზულებას უწოდებენ [ნაცმოძრაობის წევრები].

მე, რომ მკითხოთ ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის თანამედროვე ფაშიზმის ქრონიკები, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. სააკაშვილმა, რომ აღიარა, როგორ დახვრიტეს სერჟანტი და ევროსასამართლომ დაამტკიცა სააკაშვილის აღიარებამდე სიცოცხლის მოსპობა, რომ მოხდა როინ შავაძის. ის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე პენტაგონმა დააჯილდოვა 2008 წლის აგვისტოს მონაწილე და სააკაშვილი უწოდებს მას რუსეთის აგენტს. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და ადამიანი უბრალოდ გააქრეს, დახვრიტეს.

ამიტომ ეს დოკუმენტი უნივერსიტეტებში უნდა იდოს. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლების მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტები“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რამხელა თავხედობას აქვს ადგილი, როდესაც ვისმენთ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოზე გამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან, რომ თხზულებაზე დაყრდნობილი სარჩელია. ეს ყოფილა თურმე თხზულება. წარმოუდგენელი თავხედობაა იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული მსხვერპლების ჩვენებები. ეს არის დაღუპული ოჯახების ჩვენებები“
სოფო ნიკოლაშვილი
„გივი თარგამაძე მივიდა, 22 მილიონი ლარი მოსთხოვა რევოლუციის დაფინანსებისთვის მის მეუღლეს. აქედან დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. აღარ ჰყავს მას ქმარი, არ ჰყავს შვილი. ციხეში მოუკლეს ფაქტობრივად. გამოვიდნენ თუ არა დაიხოცნენ მისი ოჯახის წევრები. ამას დღეს კომიკურს და თხზულებას უწოდებენ [ნაცმოძრაობის წევრები]. მე, რომ მკითხოთ ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის თანამედროვე ფაშიზმის ქრონიკები, „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. სააკაშვილმა, რომ აღიარა, როგორ დახვრიტეს სერჟანტი და ევროსასამართლომ დაამტკიცა სააკაშვილის აღიარებამდე სიცოცხლის მოსპობა, რომ მოხდა როინ შავაძის. ის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე პენტაგონმა დააჯილდოვა 2008 წლის აგვისტოს მონაწილე და სააკაშვილი უწოდებს მას რუსეთის აგენტს. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და ადამიანი უბრალოდ გააქრეს, დახვრიტეს. ამიტომ ეს დოკუმენტი უნივერსიტეტებში უნდა იდოს. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლების მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტები“
სოფო ნიკოლაიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე: ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც საქართველოში ბობოქრობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები