ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფო ნიკოლაიშვილი: ვინმე გინახავთ წინასაარჩევნოდ ჩასული ხალხთან?! [ოპოზიცია] ამათ მოქალაქეები არ აინტერესებთ. ესენი არიან კადრები, რომლებიც პოლიტიკაში ფულს აკეთებენ პოლიტიკით

რუსთავი 2ტელეიმედინაციონალური მოძრაობა

ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის განცხადებით, ოპოზიციას მოქალაქეები არ აინტერესებს და მათი კადრები პოლიტიკით ფულს აკეთებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს და ოპოზიციის გვერდით მდგომი მედიის წარმომადგენლები მოსყიდულებად მოიხსენია.

ვინმე გინახავთ წინასაარჩევნოდ ჩასული ხალხთან?! [ოპოზიცია] ამათ მოქალაქეები არ აინტერესებთ. ესენი არიან კადრები, რომლებიც პოლიტიკაში ფულს აკეთებენ პოლიტიკით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო განხილვებმა კარგად დაანახვა საზოგადოებას არამხოლოდ ის სისასტიკე, რომელსაც ეს რეჟიმი სჩადიოდა, არამედ მათი დამოკიდებულება კონკრეტული მედიასაშაულებების მიმართ.

„7 მილიონს ედავება გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავის 2-ის“ მფლობელი რომ იყო. „რუსთავი 2“ დაუბრუნა ევროსასამართლომ ქიბარ ხალვაშს. ამ სარჩელში, რომელიც შეტანილია, უამრავი საქმე არის ევროსასამართლოში მოგებული საქმე. გარდა იმისა, რომ თავხედები არიან, ორ სიტყვაში ორივეს ტყუილს ამბობენ“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, მათთვის განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და ამიტომაც ებრძვიან დღესაც კი კვლავ ტელეკომპანია „იმედს“.

სოფო ნიკოლაიშვილმა მოსყიდულები და გადაბირებულები უწოდა ყველა იმ მედიის წარმომადგენელს, რომელიც ახლა „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგას.

„იმედი“ არის მათთვის პირდაპირი საფრთხე. „იმედი“ იყო საფრთხე მაშინაც, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რაც უქნეს „იმედს“, ყველამ კარგად იცის“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით, „სექტის წევრია ყველა ის ჟურნალისტი ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც ყველა ის ისტორია იცის, რაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა ჩაიდინა და მაინც მათ გვერდით დგას ან მათ აქციებზე სიტყვით გამოდის".

„ეს ძალა არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„7 მილიონს ედავება გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავის 2-ის“ მფლობელი რომ იყო. „რუსთავი 2“ დაუბრუნა ევროსასამართლომ ქიბარ ხალვაშს. ამ სარჩელში, რომელიც შეტანილია, უამრავი საქმე არის ევროსასამართლოში მოგებული საქმე. გარდა იმისა, რომ თავხედები არიან, ორ სიტყვაში ორივეს ტყუილს ამბობენ“
სოფო ნიკოლაიშვილი
„იმედი“ არის მათთვის პირდაპირი საფრთხე. „იმედი“ იყო საფრთხე მაშინაც, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რაც უქნეს „იმედს“, ყველამ კარგად იცის“
სოფო ნიკოლაიშვილი
„ეს ძალა არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში“
სოფო ნიკოლაიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოფო ნიკოლაიშვილი: ჩაბმულნი არიან პროპაგანდაში, რომელიც აბსოლუტურ ტყუილზეა აგებული. „იმედს“ გვეძახიან „ნადეჟდას“, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ხელისუფლებას. უკაცრავად და 2012 წელს ვინ გააუქმა ცალმხრივად სავიზო მიმოსვლა რუსეთთან?! „ოცნებას“ რომ თითებზე უთვლიან რუს ტურისტებს, ჩელიაბინსკში ვართ ახლა?! რატომ არ ვართ?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები