სოფო ნიკოლაიშვილი ანა წითლიძეს: თქვენ კი შემდეგ შეუერთდით „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ასე ერთნაირებს როგორ გარჩევენ ამ პარტიაში, რომ რაღაც ტელევიზიად იხსენიებთ “იმედს“, რომელსაც ასეთი ტრაგიკული დღეები აქვს გადატანილი, თქვენი პარტიის დამსხურებით
ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან საკონსტიტუციო სასამართლოში „იმედი“ „რაღაც ტელევიზიად“ მოიხსენია. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიამ სწორედ ამ პარტიის დამსახურებით გადაიტანა 7 ნოემბრის დარბევა და ტრაგიკული დღეები.

როგორ ვუსურვო ანა წითლიძეს, მაგრამ პორტალურად 10 წუთით რომ აღმოჩნდეს ჩვენ გვერდით იმ 7 ნოემბერს, აქ რომ შემოვარდნენ, მაინტერესებს, ისევ რაღაც ტელევიზიად თუ მოგვიხსენიებდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადების შეფასებისას, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ტელეკომპანია „იმედი“ „რაღაც ტელევიზიად“ მოიხსენია.
მისივე თქმით, „იმედი“ „რაღაც ტელევიზიად“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ჩამორთმევის შემდეგ აქცია.
„სარჩელში, სისტემურ დანაშაულებებთან ერთად, მოხსენიებულია მედიის წინააღმდეგ ბრძოლა და იქ თურმე რაღაც ტელევიზიების ჩამონათვალია. როგორ ვუსურვო და 10 წუთით ანა წითლიძე პორტალურად რომ აღმოჩნდეს იმ 7 ნოემბერს ჩვენ გვერდით, აქ რომ შემოვიდნენ, მაინტერესებს, ისევ რაღაც ტელევიზიად თუ მოგვიხსენიებდა. ყველანი აქ იყვნენ, სპეცდანიშნულების რაზმი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, შემოვარდნენ, დაგვარბიეს, დალეწეს, დამიზნებული იარაღის ქვეშ ვიწექით. თქვენ [ანა წითლიძე] კი შემდეგ შეუერთდით „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ასე ერთნაირებს როგორ გარჩევენ ამ პარტიაში, რომ რაღაც ტელევიზიად იხსენიებთ „იმედს“, რომელსაც ასეთი ტრაგიკული დღეები აქვს გადატანილი, თქვენი პარტიის დამსხურებით.
როცა ეს ტელევიზია წაართვით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, შემდეგ სწორედ რაღაც ტელევიზიად აქციეთ, მოდელირებული „ქრონიკა“ გაუშვით 2010 წელს. მისტირიხართ ლიდერს, რომელმაც თქვა, რომ გაგვესამართლებინა როინ შავაძე მერე გამოვიდოდა ციხიდანო. ხალხნო, ხვდებით, რაზე ვსაუბრობთ? ადამიანები ამათთვის სტატისტიკაა“, - განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„სარჩელში, სისტემურ დანაშაულებებთან ერთად, მოხსენიებულია მედიის წინააღმდეგ ბრძოლა და იქ თურმე რაღაც ტელევიზიების ჩამონათვალია. როგორ ვუსურვო და 10 წუთით ანა წითლიძე პორტალურად რომ აღმოჩნდეს იმ 7 ნოემბერს ჩვენ გვერდით, აქ რომ შემოვიდნენ, მაინტერესებს, ისევ რაღაც ტელევიზიად თუ მოგვიხსენიებდა. ყველანი აქ იყვნენ, სპეცდანიშნულების რაზმი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, შემოვარდნენ, დაგვარბიეს, დალეწეს, დამიზნებული იარაღის ქვეშ ვიწექით. თქვენ [ანა წითლიძე] კი შემდეგ შეუერთდით „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ასე ერთნაირებს როგორ გარჩევენ ამ პარტიაში, რომ რაღაც ტელევიზიად იხსენიებთ „იმედს“, რომელსაც ასეთი ტრაგიკული დღეები აქვს გადატანილი, თქვენი პარტიის დამსხურებით. როცა ეს ტელევიზია წაართვით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, შემდეგ სწორედ რაღაც ტელევიზიად აქციეთ, მოდელირებული „ქრონიკა“ გაუშვით 2010 წელს. მისტირიხართ ლიდერს, რომელმაც თქვა, რომ გაგვესამართლებინა როინ შავაძე მერე გამოვიდოდა ციხიდანო. ხალხნო, ხვდებით, რაზე ვსაუბრობთ? ადამიანები ამათთვის სტატისტიკაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…