პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სამიზნეში ამოიღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ფაქტობრივად, ამ დასკვნის შესაბამისი გვერდებიდან ჟონავს ის სისხლი, მთელი ის ტანჯვა თუ ვაება, რომელიც გამოიარეს კონკრეტულმა ადამიანებმა იმ სადისტური რეჟიმის ნამოქმედარის შედეგად, რასაც ერქვა 2004-2012 წლების „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სამიზნეში ამოიღო საგამოძიებო კომისიის დასკვნა და „ნაცმოძრაობის“ პერიოდის ტრაგიკული ისტორიები აბუჩად აიგდო.

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სამიზნეში ამოიღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ფაქტობრივად, ამ დასკვნის შესაბამისი გვერდებიდან ჟონავს ის სისხლი, მთელი ის ტანჯვა თუ ვაება, რომელიც გამოიარეს კონკრეტულმა ადამიანებმა იმ სადისტური რეჟიმის ნამოქმედარის შედეგად, რასაც ერქვა 2004-2012 წლების „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი
იმედინიუსი

თავიდანვე, დღიდან ამ პროცესის დაწყებისა, სამიზნეში ამოიღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებთან დაკავშირებით.

ჭეიშვილის თქმით, დასკვნის თითოეული გვერდი უაღრესად მძიმეა.

„თავიდანვე, დღიდან ამ პროცესის დაწყებისა, სამიზნეში ამოიღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. დასკვნა, რომელიც ასეულობით გვერდს მოიცავს და რაც მთავარია, თითოეული გვერდი ამ დასკვნისა, უაღრესად მძიმეა. ფაქტობრივად, ამ დასკვნის შესაბამისი გვერდებიდან ჟონავს ის სისხლი, მთელი ის ტანჯვა თუ ვაება, რომელიც გამოიარეს კონკრეტულმა ადამიანებმა, მათმა ოჯახებმა, მათმა ახლობლებმა იმ სადისტური რეჟიმის ნამოქმედარის შედეგად, რასაც ერქვა 2004-2012 წლების „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი. აბსოლუტურად არაკორექტული შედარებები მოვისმინეთ, მეუხერხულება კიდეც ამის გამეორება ახლა ღია ეთერში, თუ როგორ იყო არაერთგზის მოხსენიებული აღნიშნული დოკუმენტი და როგორ აბუჩად იყო აგდებული მოპასუხე მხარის მხრიდან ის ტრაგიკული ისტორიები, რაც ამ დასკვნაშია წარმოჩენილი“, - აღნიშნა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი - მოპასუხე მხარის კითხვები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე აქამდე - რაც არ უნდა მოიფიქრონ, ფაქტებს ვერ გაექცევიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები