ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზამი როგავა ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაზარალებული ზამი როგავას განცხადებით, მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა პოლიციამ დააკავა, თუმცა შსს-ს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ზამი როგავა ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელი დააკავეს
ზამი როგავა ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელი დააკავესTV პირველი

ძებნილი ვალტერ როგავა, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, დააკავეს - ინფორმაცია "პირველებს" დაზარალებულმა ზამი როგავამ დაუდასტურა. [დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დაკავება ამ ეტაპზე შსს-ს არ დაუდასტურებია].

ქალი რომელსაც მეზობელმა დანით მიაყენა ჭრილობა, მისი პენიონერი მამა კი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა, ამბობს, რომ თავდამსხმელის დაკავების შესაებ გამომძიებელმა რამდენიმე წუთის წინ აცნობა.

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა წინა კვირას შეუფარდა. კაცი ზამირ როგავას სახლში 14 ოქტომბერს შეიჭრა.

“პირველების“ ინფორმაციით, ამ დღეს, ვალტერ როგავა, მეზობლებს თავს მეორედ დაესხა. ზამი როგავას მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი მას სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და მაშინ ოჯახისგან ფულს ითხოვდა. დაზარალებული გვიყვება, რომ მაშინ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ იმ დროსაც გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვალტერ როგავასთან ერთად დააკავეს მისი 4 ნათესავიც, რომლებიც გამოძიების ცნობით, ძებნილს მიმალვაში ეხმარებოდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები