ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სპეცოპერაცია ტყეში - პირველი ინტერვიუ დაკავებული ვალტერ როგავას დედასთან

ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ვალტერ როგავას დედა, მზიანი როგავა, შვილის უდანაშაულობას ამტკიცებს და ზამი როგავასა და ლევან ჭითანავას დაპატიმრებას მოითხოვს.

სპეცოპერაცია ტყეში - პირველი ინტერვიუ დაკავებული ვალტერ როგავას დედასთან
სპეცოპერაცია ტყეში - პირველი ინტერვიუ დაკავებული ვალტერ როგავას დედასთანTV პირველი

პირველი ინტერვიუ ძებნილი ვალტერ როგავას დედასთან - მზიანი როგავა, რომლის შვილიც გუშინ ზამი როგავას და მისი მამის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ამბობს, რომ ვალტერ როგავა უდანაშაულოა.

ქალი მოითხოვს, რომ პოლიციამ ხელბორკილები ზამი როგავას და მის სიძეს, ლევან ჭითანავას დაადოს - მიზეზად კი დიდი ხნის წინ მომხდარ ინციდენტს ასახელებს, რომლის დროსაც მისმა მეორე შვილმა ზამი როგაგას სიძე დაჭრა.

ამ საქმეზე ძმებ როგავებს 18-18 წელი აქვთ მისჯილი.

მზიანი როგავა ამბობს, რომ ზამი როგავამ და ჭითანავამ მის შვილებს პროვოკაცია მოუწყვეს.

ახლა უდანაშაულო ხალხია დაკავებული. დაუშვან ისინი და დააკაონ ზამირა და ლევან ჭითანავა. გაამწარეს ჩემი ოჯახი. ჩემი შვილიშვილი რატომ დააკავა, რა ბრალი ჰქონდა? ჩემი მოთხოვნაა, რომ ზამირა და ლევან ჭითანავა დააკაონ. მე არ გავჩერდები, სანამ არ დაიჭერენ. ჩემი შვილები თუ დამნაშავეები არიან, ეგენიც დამნაშავეები არიან"- ამბობს მზიანი როგავა.

"პირველების" ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი თავს იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა.

ვალეტერ როგავასთან ერთად დაკავებულია ოთხი პირი - მათგან 3 კაცია და 1 ქალია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ისინი წინა დღეებში სხვადახხვა დროს დააკავეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

საქმის მასალების მიხედვით, ტყეში დამალულ ნათესავს ისინი საკვებით ამარაგებდნენ ან მათ სახლში იფარებდნენ. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

"პირველების" ინფორმაციით ვალტერ როგავა ძებნის ოპერაციის დროს თერმული დრონიც გამოიყენეს, რომელიც დაუსახლებელ ადგილას, ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

ძებნილი ვალტერ როგავა, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ დააკავეს.

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა წინა კვირას შეუფარდა. კაცი ზამირ როგავას სახლში 14 ოქტომბერს შეიჭრა.

“პირველების“ ინფორმაციით, ამ დღეს, ვალტერ როგავა, მეზობლებს თავს მეორედ დაესხა. ზამი როგავას მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი მას სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და მაშინ ოჯახისგან ფულს ითხოვდა. დაზარალებული გვიყვება, რომ მაშინ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ იმ დროსაც გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ზამი როგავა ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები