ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს; დაშავებული ზამი როგავას ცნობით, მათ თავს შეიარაღებული ძებნილი დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს
ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრესნეტგაზეთი

ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრეს.

როგორც ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერს, ერთ-ერთი დაჭრილი ზამი როგავაა, რომელიც მას თავად დაუკავშირდა. ჟურნალისტის ცნობით, ქალმა უთხრა, რომ მას და მამამისს თავს ძებნილი პირი დაესხათ.

„რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის მეც თავად დაჭრილი ზამი როგავა დაგვიკავშირდა, რომელმაც ქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული, ძებნილი შერმა, იგივე ვალტერ როგავა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა“, – წერს ლაშა ბერულავა.

ბერულავა ქალის მონათხრობსაც ავრცელებს:

„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ, აი ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენ ხანს არ დააკავეს, არადა, ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი“, – განაცხადა ზამი როგავამ, ლაშა ბერულავას ცნობით.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის მეც თავად დაჭრილი ზამი როგავა დაგვიკავშირდა, რომელმაც ქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული, ძებნილი შერმა, იგივე ვალტერ როგავა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა“
ლაშა ბერულავა
„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ, აი ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენ ხანს არ დააკავეს, არადა, ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი“
ზამი როგავა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?