პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას

საკონსტიტუციო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ძალადობა სისტემურად ხდებოდა და მზად არიან ვიდეოებით დაამტკიცონ, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრასა და ადამიანების ცოცხლად დაწვას.

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას
რუსთავი 2

თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ბეჟაშვილს სურს წარმოაჩინოს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები აქციის დაშლას ღამის 12 საათზე იწყებდნენ, თუმცა, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს, აქციის მონაწილეებმა მაინც დაიწყეს პარლამენტის შენობის დაზიანება და ცეცხლის წაკიდება იმის მიუხედავად, რომ პერიმეტრზე სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.

"თუ ბატონ ლევანს უნდა იმის წარმოჩენა, 12 საათი რომ გახდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაშინვე აქციის დაშლას იწყებდნენ - უბრალოდ ერთი ფაქტითაც კი მტკიცდება [რომ ტყუილია], მაგალითად, 1 მაისის მაგალითი მოგიყვანეთ, როდესაც საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იდგა პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე. მიუხედავად ამისა, ძალადობრივი აქციის მონაწილე მოძალადეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობა, დააზიანეს კამერები, ჩახერგეს შესასვლელები, ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო ქონებას, მათ შორის, უშუალოდ ცეცხლი გაუჩნდა თვითონ შენობაში ოთახებს. თუ ამის აღწერილობა არის, მაშინ საათობრივად შეგვიძლია წარმოვადგინოთ. თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს, ბატონო თავმჯდომარევ, შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, საათების განმავლობაში რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით - 2024 წლის ნოემბერში, 2024 წლის დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს. თუ არსებობს იმის მტკიცების აუცილებლობა, კონკრეტულ დღეს რა ხდებოდა, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას, ეს წარმოდგენილია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არაერთი,და ვიდეოებით შეგვიძლია, საათობრივად გავყვეთ,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: 1 მაისს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის დაზიანებას ცდილობდნენ, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს მტკვრის ორივე სანაპირო და ახდენდნენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები