"პირველების" ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა
„პირველების“ ცნობით, მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა იმ ტყეში იმალებოდა, სადაც ადრე ბადრი ესებუა აფარებდა თავს; მასთან ერთად დაკავებულია 4 პირი, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
"პირველების" ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი თავს იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა.
ვალეტერ როგავასთან ერთად დაკავებულია ოთხი პირი - მათგან 3 კაცია და 1 ქალია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ისინი წინა დღეებში სხვადახხვა დროს დააკავეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
საქმის მასალების მიხედვით, ტყეში დამალულ ნათესავს ისინი საკვებით ამარაგებდნენ ან მათ სახლში იფარებდნენ. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.
"პირველების" ინფორმაციით ვალტერ როგავა ძებნის ოპერაციის დროს თერმული დრონიც გამოიყენეს, რომელიც დაუსახლებელ ადგილას, ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ძებნილი ვალტერ როგავა, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ დააკავეს.
მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა წინა კვირას შეუფარდა. კაცი ზამირ როგავას სახლში 14 ოქტომბერს შეიჭრა.
“პირველების“ ინფორმაციით, ამ დღეს, ვალტერ როგავა, მეზობლებს თავს მეორედ დაესხა. ზამი როგავას მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი მას სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და მაშინ ოჯახისგან ფულს ითხოვდა. დაზარალებული გვიყვება, რომ მაშინ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ იმ დროსაც გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…