ნინო წილოსანი: რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამორალური, ვიდრე 6 ადამიანის, მათ შორის, ბავშვების გარდაცვალების ფაქტს იყენებდე პოლიტიკური მიზნებისთვის
ნინო წილოსანი ოპონენტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისა და 6 ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია.

მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან, ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს. მათი შეფასებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები მავნებლურ განცხადებებს აკეთებენ.
"ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ ფაქტებსა და მაგალითებს ასახელებენ. მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ექსპერტი სოსო სიმონიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ზამთარში აფეთქებები კიდევ იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ამორალურია ის საქციელი, როდესაც ტრაგედიებით ადამიანებს პოლიტიკური სარგებლის პოვნა სურთ.
"ალბათ არ არსებობს ნორმალური ფსიქიკის ადამიანი, ნორმალური მორალის მქონე ადამიანი, რომელიც ამგვარ ტრაგედიებზე გაიფიქრებს, რომ რამენაირად, საკუთარი სარგებელი იპოვოს. არა თუ ის, რომ თავის პოლიტიკური სარგებელი ნახოს, ამისთვის მოწოდებები აკეთოს, აქციები დააანონსოს. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამორალური, ვიდრე 6 ადამიანის, მათ შორის, ბავშვების გარდაცვალების ფაქტს იყენებდე შენი პოლიტიკური მიზნებისთვის," - აცხადებს ნინო წილოსანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…