ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოცნება: ივანიშვილი პირადი ფულით ავსებდა ბიუჯეტს ნაცმოძრაობის დროს როდესაც ხაზინას პრობლემა ჰქონდა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყნის ბიუჯეტს პირადი სახსრებით ავსებდა და ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს.

ოცნება: ივანიშვილი პირადი ფულით ავსებდა ბიუჯეტს ნაცმოძრაობის დროს როდესაც ხაზინას პრობლემა ჰქონდა
ოცნება: ივანიშვილი პირადი ფულით ავსებდა ბიუჯეტს ნაცმოძრაობის დროს როდესაც ხაზინას პრობლემა ჰქონდაTV პირველი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგით პასუხობს არჩილ საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოსვლას.

არჩილ გორდულაძემ მედიას უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

"ქართული ოცნების" ლიდერმა გამოსვლის მეორე ნაწილში თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა "მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ ქართუს და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში".

[ნიკა გვარამიამ] ცინიკურად განაცხადა, რომ ნანობს მისი ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევნებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა. გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს, მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა.

ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე პირადი სახსრებით, რომლის არცერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. ბატონებმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას აუშენა თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები, სრულად აღჭურვია ძალოვანი სისტემა ავტომანქანებით, სამხედრო უკლებლივ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნითებით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით.

ეს ყველაფერი არასდროს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს. საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება ცდება 2.5 მილიარდ დოლარს.

რამდენიმე წლის წინ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ ქართუს და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.

მართალია, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა"- თქვა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოროდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს 3.5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედების სახით, პასუხად იღებს გადასახადებს მალავდიო, გვარამიას რომ ყველაფრის კადრება შეუძლია სასამართლოს დარბაზშიც დადასტურდა - არჩილ გორდულაძე
  2. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – რაც გვარამიამ სასამართლოზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია, გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის
  3. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო
  4. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო“
  5. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია - ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს
  6. NEWS.GEარჩილ გორდულაძე: მართალია, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე...
  7. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია – ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ ქართუს და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში“
ბიძინა ივანიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როცა ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების, მასწავლებლების ხელფასებს, უამრავი რამ აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. გვარამია ამას ემიჯნება და არა სისტემურ დანაშაულებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლების დროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები