არჩილ გორდულაძე: „რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია – ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის თანხა არასდროს მიუღია და ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს. მან ნიკა გვარამიას სასამართლოზე ნათქვამს უპასუხა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა საჯარო სისტემა და ინსტიტუციები.

„ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას მიერ სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებული განცხადების პასუხად, სადაც აღნიშნა, რომ ის ნანობს წინა ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევინებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა.
გორდულაძის თქმით, ნიკა გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის.
“პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა. ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პირადი სახსრებით, რომლის არც ერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. ბიძინა ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას აუშენა თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები, სრულად აღჭურვა ძალოვანი სისტემა ავტომანქანებით, სამხედრო ამუნიციით, უკლებლივ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთებით.
ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით.
ეს ყველაფერი არასოდეს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა.
ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს.
რამდენიმე წლის წინ, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” და დღესაც, ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.
მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისათვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაროდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს 3.5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედების სახით, პასუხად იღებს გადასახადებს მალავდიო, გვარამიას რომ ყველაფრის კადრება შეუძლია სასამართლოს დარბაზშიც დადასტურდა - არჩილ გორდულაძე
არჩილ გორდულაძე – რაც გვარამიამ სასამართლოზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია, გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის
არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო
არჩილ გორდულაძე: „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო“
არჩილ გორდულაძე: რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია - ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს
- არჩილ გორდულაძე: მართალია, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე...
ოცნება: ივანიშვილი პირადი ფულით ავსებდა ბიუჯეტს ნაცმოძრაობის დროს როდესაც ხაზინას პრობლემა ჰქონდა
ციტატები სტატიიდან
„ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…