ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში გაწეული ქველმოქმედება 2.5 მილიარდ დოლარს აღემატება, მათ შორის მან პირადი სახსრებით 400 სკოლის მშენებლობა და განახლება დააფინანსა, რითაც გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს.

არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო
არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამოიმედინიუსი

ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხროციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც, ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით. ეს ყველაფერი არასოდეს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხროციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს. რამდენიმე წლის წინ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც, ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისათვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოროდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს 3.5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედების სახით, პასუხად იღებს გადასახადებს მალავდიო, გვარამიას რომ ყველაფრის კადრება შეუძლია სასამართლოს დარბაზშიც დადასტურდა - არჩილ გორდულაძე
  2. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – რაც გვარამიამ სასამართლოზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია, გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო“
  4. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია - ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს
  5. NEWS.GEარჩილ გორდულაძე: მართალია, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე...
  6. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „რაც გვარამიამ სასამართლოს სხდომაზე იკადრა, მისი მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია – ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების მანძილზე პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს“
  7. TV პირველიოპოზიციურიოცნება: ივანიშვილი პირადი ფულით ავსებდა ბიუჯეტს ნაცმოძრაობის დროს როდესაც ხაზინას პრობლემა ჰქონდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური "ნიკა გვარამიების" პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები