ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარებას 3 მილიარდი დოლარი მოახმარა და ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა. დეპუტატმა ამით ნიკა გვარამიას ბრალდებას უპასუხა, თითქოს ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გადასახადებს არ სთხოვდნენ.

ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს
ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებსიმედინიუსი

ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა.

იგი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა.

„დიდად არ გამოვირჩევი სოც. ქსელებში აქტიურობით, თუმცა ამ უსამშობლოების უსამართლო განცხადებას გვერდს ვერ ავუვლიდი.. გარე პატრონების მიერ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად წარმოჩენილ რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა და ამასთანავე, ქველმოქმედების განხორციელებაში უწყობდა ხელს, რაც მისი შეფასებით, გრძელვადიანი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ყოფილა.

გვარამიასა და მისნაირი პოლიტიკური ფიგურებისგან ბევრი რამ აღარ გვიკვირს, თუმცა როდესაც ასე მარტივად გადასამოწმებელ ფაქტებს ამახინჯებენ, საკუთარი პოლიტიკური არაკომპეტენტურობის კიდევ ერთხელ დემონსტრირებასაც ვერ აცნობიერებენ.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გასწია. უფრო მეტიც, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, ქვეყნის ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს.

მისი დაფინანსებით აშენდა და განახლდა დაახლოებით 400 სკოლა, შეიქმნა ქართული ძალოვანი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, პირადი სახსრებით ფინანსდებოდა არაერთი აუცილებელი საჯარო მიმართულება. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მისი ქონება უცხოეთში იყო დაგროვილი და საქართველოში მას პირადი კომერციული საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.

საქართველოში ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც, კარგად იცის ამ მასშტაბური ქველმოქმედების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება.

ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს. თუმცა, პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მარტივად გასაბათილებელი ბრალდებით თავადვე აღმოჩნდებოდა წაგებული!“, - წერს ზარქუა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს
  2. POSTVსამთავრობოირაკლი ზარქუა: “ბიძინა ივანიშვილმა, წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდად არ გამოვირჩევი სოც. ქსელებში აქტიურობით, თუმცა ამ უსამშობლოების უსამართლო განცხადებას გვერდს ვერ ავუვლიდი.. გარე პატრონების მიერ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად წარმოჩენილ რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა და ამასთანავე, ქველმოქმედების განხორციელებაში უწყობდა ხელს, რაც მისი შეფასებით, გრძელვადიანი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ყოფილა. გვარამიასა და მისნაირი პოლიტიკური ფიგურებისგან ბევრი რამ აღარ გვიკვირს, თუმცა როდესაც ასე მარტივად გადასამოწმებელ ფაქტებს ამახინჯებენ, საკუთარი პოლიტიკური არაკომპეტენტურობის კიდევ ერთხელ დემონსტრირებასაც ვერ აცნობიერებენ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გასწია. უფრო მეტიც, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, ქვეყნის ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს. მისი დაფინანსებით აშენდა და განახლდა დაახლოებით 400 სკოლა, შეიქმნა ქართული ძალოვანი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, პირადი სახსრებით ფინანსდებოდა არაერთი აუცილებელი საჯარო მიმართულება. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მისი ქონება უცხოეთში იყო დაგროვილი და საქართველოში მას პირადი კომერციული საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია. საქართველოში ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც, კარგად იცის ამ მასშტაბური ქველმოქმედების შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება. ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს. თუმცა, პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მარტივად გასაბათილებელი ბრალდებით თავადვე აღმოჩნდებოდა წაგებული!“
ირაკლი ზარქუა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები