ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას ტყუილები კონკრეტული არგუმენტებით ამხილა

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებალელოსაერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებების გამო ტყუილებში და მოსამართლეების მუქარაში დაადანაშაულა. დეპუტატმა ასევე დაიცვა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის არგუმენტები განმარტა.

არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას ტყუილები კონკრეტული არგუმენტებით ამხილა
არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას ტყუილები კონკრეტული არგუმენტებით ამხილაიმედინიუსი

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას ტყუილებში ამხელს. საქმე ეხება იმ განცხადებებს, რომლებიც დღეს ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა.

როგორც არჩილ გორდულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნიკა გვარამიას განცხადებები უტიფრობაა და რაც მან დღეს სასამართლოზე იკადრა, მისნაირი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია.

„პირველ რიგში, მინდა პასუხი გავცე კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერის გვარამიას უტიფრობას. რაც დღეს მან სასამართლოს სხდომაზე იკადრა, გვარამიას მსგავსი ფიგურისთვისაც კი შეუფერებელია. მან ცინიკურად განაცხადა, რომ ნანობს მისი ხელისუფლების ქმედებას, რომელიც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტში გადასახადებს არ ახდევინებდა, ხოლო შემდეგ ბიუჯეტის ფულით ხელისუფლებაში მოვიდა. გვარამიამ ასევე სცადა ჩრდილი მიეყენებინა ბატონი ივანიშვილის საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილს, არასოდეს მისი მოღვაწეობის მანძილზე არათუ ბიუჯეტის თანხა არ მიუღია, ის წლების განმავლობაში პირადად ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხაზინას პრობლემები ჰქონდა. ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე პირადი სახსრებით, რომლის არცერთი თეთრი საქართველოში არ უშოვია, ხელფასებს უხდიდა პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, პარლამენტის წევრებს და ათასობით საჯარო მოხელეს, რათა ინსტიტუციები არ ჩამოშლილიყო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჯარსა და პოლიციას აუშენა თანამედროვე ტიპის ყაზარმები და სამუშაო შენობები, სრულად აღჭურვა ძალოვანი სისტემა ავტომანქანებით, სამხედრო ამუნიციით, უკლებლივ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთებით.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. ამისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით. ეს ყველაფერი არასოდეს მიუჩნევია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ, რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად, მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება სცდება ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს. რამდენიმე წლის წინ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისათვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესის მიმდინარეობას, რადგან რეგლამენტის გამო არ გვაქვს შესაძლებლობა ტყუილებისა და მანიპულაციების ნიაღვარს სათანადო პასუხი გავცეთ, დღესაც საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ ტყუილების მხოლოდ მცირე ნაწილზე:

1) ნიკა გვარამიას და მისი პარტიის დღევანდელი დემაგოგითაა და სიცრუით სავსე მოხსენება არსებითად ეყრდნობოდა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს და თავისი არაკონსტიტუციური პარტიის ქმედებებს სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით ამართლებდა. ცალსახად გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ანგარიში შეიცავს არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც მთლიან ანგარიშს არაობიექტურს ხდის. ანგარიში არ ასახავს საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს და შერჩევითად აკეთებს აქცენტს მთელ რიგ საკითხებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვრცელი ანგარიში ე.წ. ექსპერტთა საქართველოში ვიზიტიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში მომზადდა, რაც ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ეს ანგარიში ე.წ. ექსპერტების მიერ საქართველოში ვიზიტამდე და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განმარტებების მოსმენამდე დიდი ხნით ადრე დაიწერა. ამ ე.წ. ექსპერტებს საერთოდ არ აინტერესებდათ, თუ რა განმარტებებს მოისმენდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური განმარტებების ნაცვლად, ე.წ. ექსპერტებმა მოისმინეს და არსებითად დაეყრდნნენ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას, იმ ენჯეოებს, რომლებიც პირდაპირ ნაცმოძრაობის პარტიების გაგრძელებებად არიან ქცეულები. ყველა აღნიშნული გარემოება ცალსახად ადასტურებს ექსპერტების არაობიექტურობასა და მიკერძოებულობას. ამ ე.წ. ექსპერტებმა ქვეყნის ოფიციალური სახელწოდების სწორად იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს და „საქართველოს“ ნაცვლად, ანგარიშში არაერთხელ გამოიყენეს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“.

2) ნიკა გვარამია მოსამართლეებს პირდაპირ დაემუქრა. მისი ლოგიკით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოჭავს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ხოლო პარტიების გაუქმება გამოიწვევს ამ მუხლის დარღვევას. საქართველოს მთავრობამ დაარღვია 78-ე მუხლი, რასაც მოჰყვა სანქციები. პირდაპირ სანქციებით დაემუქრა. თუ დააკმაყოფილებთ სარჩელს, მოჰყვებით სანქციებში!

3) სრულიად გამაოგნებელი იყო ნიკა გვარამიას და მისი პარტიის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ „მშვიდობიანი დამხობა“ გამართლებული და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაცხადებული ინტერესის დაცვის შესახებ განცხადება იყო. შეუძლებელია საზოგადოებას ამაზე უფრო მეტად პირდაპირი აღიარება მოესმინა იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამია და მისი პარტია ძალადობას უჭერენ მხარს. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ამ ძალადობას ისინი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაცვის შესახებ განცხადებად წარმოაჩენენ. ნიკა გვარამია და მისი პარტია ძალადობას ევროპულ ღირებულებად ასაღებენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მოჩვენებითი და ფარისევლურია მათ მიერ პროდასავლურ პარტიებად საკუთარი თავის წარმოჩენა. აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელია იმის ფონზე, რომ 4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა თავად აღიარეს ძალადობრივი ქმედებების ჩადენა.

4) ნიკას გვარამია და მისი პარტია დღესაც არ ემიჯნებიან 2012 წლამდე ჩადენილ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს და ის აცხადებს, რომ აღნიშნულის მტკიცებულებები არ არსებობს. სინამდვილეში: 2012 წლამდე წინა ხელისუფლების მიერ სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შექმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დასტურდება.

5) აღმაშფოთებელია, რომ ნიკა გვარამიამ და მისი პარტიამ დღეს სასამართლოს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაკითხული მოწმეების ჩვენებებს კომიკური უწოდეს. სრულიად აღმაშფოთებელი და გამაოგნებელია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 2012 წლამდე ნაციონალური რეჟიმის მიერ სისტემური და სისტემატური წამების, დატერორების, ძალადობისა და რეკეტის მსხვერპლნი იყვნენ. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ნიკა გვარამიასთვის, მისი პარტიისთვის და 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ დიდ საფრთხეს უქმნიან ნიკა გვარამია და მისი პარტია დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. მისი ამ დამოკიდებულებით ცხადია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ის ზუსტად იმავეს გააკეთებს, რასაც 2012 წლამდე მოქმედ რეჟიმთან ერთად წლების განმავლობაში აკეთებდა.

6) რით ამაყობს ნიკა გვარამია? მას ეამაყება 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე: სინამდვილეში: საქართველოს ნაცმოძრაობის მიერ არაკვალიფიციური საქმის წარმოების გამო, საქართველომ მიიღო უდიდესი ზიანი:

2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საერთოდ საქმის განახლების ყველა პერსპექტივა დაიკარგა, რადგან მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის არსებობა;

2008 წლის 9-12 აგვისტოს პერიოდზე, ვერ დაიცვეს პროცედურები და სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა.

ამასთანავე, წინა ხელისუფლების არაკვალიფიციური ქმედებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყო აგრესორი, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ორივე მხარეს დაეკისრა თანაბრად ისე, თითქოს ორივე თანაბრად არღვევდა კონვენციის მოთხოვნებს. კერძოდ, 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 5 ICJ-მ რუსეთსაც და საქართველოსაც მოსთხოვა დისკრიმინაციისგან თავის შეკავება.

სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორი სტრატეგიით, მტკიცებულებების შეგროვებითა და სამართლებრივი პოზიციებით შეძლო:

I) რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე და მის შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;

II) რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დადასტურება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით;

III) საქართველოს სამხედროების ღირსების დაცვა - ICC-ის გამოძიება ისე დასრულდა, რომ ქართველი სამხედროების უდანაშაულობა დამტკიცდა.

7) ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის ამაყობს ქართველების რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის საქმეზე უშუალოდ მის მიერ კვალიფიციურად ნაწარმოები საქმის და ამ საქმეზე საქართველოს გამარჯვების გამო. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 ადამიანის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი. ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა დაზარალებულების დეტალური სია, რომელიც არც დამუშავებული იყო და არც რომელიმე უწყებაში შენახული. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას წლების შემდეგ მოუწია დაზარალებულებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა წყაროების სიღრმისეული ანალიზი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გაიგზავნა 1800-მდე ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები, მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. შედეგად, რუსეთს დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება. რომ არა ჩვენი ხელისუფლების მიერ წლების შემდეგ განხორციელებული ინტენსიური სამუშაოები, დეპორტირებულების საქმეზე მხოლოდ 118 ადამიანის გამოძევების დამადასტურებელი ინფორმაცია ჰქონდათ შეგროვებული და რეალური რისკი იყო იმისა, რომ მთლიანად საქმე წაგვეგო, რადგან ამ მონაცემით მასობრივი დეპორტაცია ვერ დადასტურდებოდა.

8) ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას იმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს, რომლებიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. კიდევ ერთხელ, ცალსახად გვსურს განვაცხადოთ, რომ ქართული ოცნება სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ითხოვს იმის გამო, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებით იმის შესახებ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა შემდეგი; პირველი - ნიკა გვარამიას პარტია კვლავ არ აღიარებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იმ უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი; მეორე - ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელი და პარლამენტის შენობის დაწვის, ასევე პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენი პირების, ასევე 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენი პირების „უკანონო პატიმრებად“ მოხსენიებით ნიკა გვარამიას პარტია არათუ არ ემიჯნება ამ ძალადობრივ ქმედებებს, არამედ ღია მხარდაჭერას უცხადებს მას.

9) ტყუილია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს არეგულირებს. ტყუილია ასევე მათი განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.

სინამდვილეში: ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სწორედ რომ ევროპული სტრუქტურების მიერ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება მას. გარდა ამისა, თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მაგალითად, უკრაინაში, მოლდოვაში, გერმანიაში, ესპანეთში და ა.შ. გარდა ამისა, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ აბსურდზე, კერძოდ, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები ევროპული ღირებულებების უგულებელყოფას ჩვენ ედავებიან, მაშინ როდესაც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხის მომწესრიგებელი 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ქართული ოცნების ავტორობით ჩაიწერა, საქართველოს კონსტიტუციის მიღებისას კენჭისყრის დროს კი მაშინდელმა ოპოზიციამ მას მხარი არ დაუჭირა.

10) დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებდა, რომ პოლიტიკური პარტიის გავლენა და პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა, შესაძლებელია, პარტიის აკრძალვის პროცესში გასათვალისწინებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი იყოს. მისი დღევანდელი ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე ამ საკითხის შესახებ მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას, რა დროსაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ პარტიის აკრძალვის დროს პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა არ 8 შეიძლება გასათვალისწინებელი კრიტერიუმი ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით გვსურს მოკლედ აღვნიშნოთ, რომ ერთი და იმავე საკითხზე სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული და წინააღმდეგობრივი პოზიციების დაფიქსირება, უბრალოდ, არასერიოზულია.

11) ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა. სინამდვილეში: კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება.

12) ტყუილია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვით ადამიანის უფლებები დაირღვა. სინამდვილეში: საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელიც მან საბერძნეთთან დაკავშირებით გამოიტანა (საქმეზე „სიტაროპულოსი და გიაკუმოპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“).

13) ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული. სინამდვილეში: გვსურს კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კანონმდებლობის დაკომპლექტებული.

14) სრული დაცვით იქნა ტყუილია, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო და ისინი სისხლისსამართლებრივი წესით არ უნდა დასჯილიყვნენ. 9 სინამდვილეში: აღნიშნული განცხადება არის სრული სიცრუე. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვინაიდან ნიკა გვარამიას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევდა, მისი ქმედება სწორედ ამ მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო.

15) ტყუილია, ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში თითქოს ქვეყნიდან არ გაქცეულან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სინამდვილეში, ყველას კარგად გვახსოვს, რომ იმ პერიოდში ქვეყნიდან გამქცევი იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების რიგები იდგა საქართველოს სახელმწიფო საზღვართან.

16) ტყუილია, რომ თითქოს პარტიებს ერთმანეთთან კოალიციის გამო კრძალავენ. სინამდვილეში: ჩვენ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელების მიზნით მოქმედებენ. კერძოდ, ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

17) ნიკა გვარამიას პარტია დღესაც არ ემიჯნება და ამართლებს 2024 წლის 18 ნოემბრის წერილს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაეგზავნა და რომლითაც ეს პარტიები 10 ევროკავშირისგან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას ითხოვდნენ, კერძოდ, მათ შორის, ითხოვდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო და ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილიყო. რაც შეეხება ლელოს-მიერ გაჟღერებული სიცრუის მცირე ჩამონათვალს:

18) ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ცდილობს გაამართლოს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი და მიანიშნებს, რომ „პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში შემავალი ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა“ არ არის პარტიის აკრძალვის არგუმენტი და მტკიცებულება. ბადრი ჯაფარიძე კვლავ ცდილობს ამ დანაშაულის გამართლებას. მას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასა და პარტია ლელოს ქმედებას შორის არსებობს შემდეგი კავშირი: პარტია ლელოს წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის შედეგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეაფასეს როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალეკო ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს.

19) ტყუილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით თითქოს დაირღვა საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ვალდებულებები.

სინამდვილეში, ბატონმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა შემდეგი: „ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით 11 ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.“

20) დღეს „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ, როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს. დღეს „ლელომ“ მხოლოდ ერთი სიმართლე თქვა: ლელომ თავის გასამართლებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ მის რეპუტაციას ახსნა არ სჭირდება. ამაში კი ნამდვილად ვეთანხმებით. უცხო ქვეყანაში გამჭვირვალობას გაქცეული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას ქართველი საზოგადოებისთვის მართლაც არ სჭირდება ახსნა და განმარტება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობობიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ფონზე, მმართველ პარტიაში გვარამიას განცხადებას უტიფარ ტყუილად აფასებენ - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაცია სააკაშვილის გუნდის რეალურ სახეს წარმოაჩენს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით 11 ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები