„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს
საგამოძიებო უწყებამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიმიტრი ჩუბინიძე დააკავა; პროკურატურა მას დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და სამთავრობო კომისიის ფუნქციონირების ხელის შეშლაში ედავება.

საგამოძიებო უწყება მას ედავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავცრელებას.
მიმდინარე წლის დასაწყისში დიმიტრი ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“ და მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ამ ინტერვიუში ის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, პატიმრობაში მყოფ წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.
ბექა კვიციანი აცხადებს, რომ სამთავრობო კომისიის მანდატის ფარგლებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე, საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოსთან შეთახმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.
„ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპოდენტის - ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება, არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი [ირაკლი კობახიძის] მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით“, - განაცხადა პროკურორმა ბექა კვიციანმა.
მისი თქმით, ეს ქმედება არის საბოტაჟი, რითაც „ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
დიმიტრი ჩუბინიძიეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით პროკურატურა სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
რა ეწერა ამ ინტერვიუში?
2 თებერვალს „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და დიტო ჩუბინიძის რესპონდენტია ღარიბაშვილის მიერ ნახსენები ლაზარე ჯორბენაძე. ის ამტკიცებდა, რომ „დავით-გარეჯი გაყიდულია“:
„პრემიერმა კობახიძემ შარშან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და აზერბაიჯანს გადასცა დავით-გარეჯის ის ნაწილი, რომლის გადაცემასაც [მიხეილ] სააკაშვილი ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტს] დაჰპირდა“.

ამონარიდები „ასავალ-დასავალის“ 2-8 თებერვლის ნომრიდან, რომლის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს
დავით-გარეჯის საკითხზე - საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის საქმე პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2020 წლის აგვისტოში გაგზავნილი წერილის საფუძველზე დაიწყო. მაშინ ის პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
გამოძიების დაწყებიდან 2 თვეში და საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა;
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოცი ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მოქალაქეებმა ეს თანხა რამდენიმე საათში შეაგროვეს.
კარტოგრაფების საქმეზე რადიო თავისუფლების მასალები წაიკითხეთ აქ.
როგორ გახდა ამ ინტერვიუს შესახებ ცნობილი?
ექსპრემიერის თქმით, „12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია“.
„გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი - ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან... ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები“.
მასალა განახლდება
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიასამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
პროკურატურა: სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი, დომენტი, იგივე დიტო ჩუბინიძე
დავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს
საბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
კობახიძეზე გავრცელებული ბრალდებების გამო საბოტაჟის მუხლით დააკავეს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი
პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
გია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
“გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები?”– ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ჩემი ძმის გაჩუმება სურთ... სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა - დიტო ჩუბინიძის და
“სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა” – დიტო ჩუბინიძის და
„სამშობლოს ღალატისთვის“ დღეს პატრიოტები იდევნებიან - დიტო ჩუბინიძე „გაკვირვებულია“ წაყენებული ბრალდებით
პროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
„37 წელშიც კი არ ყოფილა ასეთი რამ“ — ნიკოლოზ მჟავანაძე დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება
გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამომძიებელი "პირველებს" უყვება, რა ამოიღეს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ბინის ჩხრეკისას
დაკავება საბოტაჟის ბრალდებით - როგორ ცდილობდა დიტო ჩუბინიძე საზოგადოების აზრით მანიპულაციას დავით გარეჯისა და ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თემებით
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…