ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფეიქრიშვილების დედის პასუხი პაატა სალიას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურა

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა ნინო აბრამიშვილი იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მინისტრი თავის თავს იცავს, მაშინ როცა სალიამ დაადასტურა, რომ ნაცემი პატიმარი საკანში მარტო არ იმყოფებოდა.

ფეიქრიშვილების დედის პასუხი პაატა სალიას
ფეიქრიშვილების დედის პასუხი პაატა სალიასTV პირველი

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა პაატა სალიას პასუხობს - მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს, საკანში მარტო არ ყოფილა, ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ ახლა სალია ახლა თავის თავს იცავს.

ფეიქრიშვილების დედა იუსტიციის მინისტრს ეუბნება, რომ მისი განცხადება ოჯახისთვის საკმარისი არ არის.

მე ვერ დამაკმაყოფილებს ბატონი სალიას გამოსვლა, რომელიც დუმდა 10 დღე და მეთერთმეტე დღეს ჯერ ქება-დიდებით პენიტენციურ სისტემაზე ბევრი ილაპარაკა და მხოლოდ გაკვრით გამოვიდა მთავარ საკითხზე. გასაგებია ჩემთვის, ყარს პენიტენციური სისტემა, ყარს სუს-ის. არ გამოვა ისე, როგორც თქვენ ხსნით - ბატონო ბიძინა თქვენ ხან სუს-ის ერთ ხელმძღვანელს ხსნით, ხან მეორეს, მაგრამ შიგნით აი ეს გახრწნილი, ყველაფერზე წამსვლელი კადრები, აი იქიდან უნდა დაიწყოთ. ნულზეა მათი სამსახური, იმიტომ, რომ ბატონი პაატა სალია ეხლა თავის პასუხისმგებლობაზე აქვს საუბარი. ის თავის თავს იცავს. ნუ გაუფრთხილდებით პაგონიან კრიმინალებს. ეს ცუდად მორჩება", - აცხადებს ნინო აბრამიშვილი.

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით ძალადობა განხორციელდა, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვები იყვნენ შესახლებულები. ამის შესახებ პაატა სალიამ პროსამთვრობო ტელევიზიას უთხრა. სალია აანონსებს, რომ ყველაფერს პასუხს მალე პროკურატურა გასცემს.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფეიქრიშვილების დედა ამტკიცებს, რომ ტელეფონები, რომელიც გამოძიებას დალუქული ჰქონდა, მის შვილს საკანში შეუტანეს და გახსნას აიძულებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები