პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე - ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მყისიერი რეაქცია მქონდეს დარღვევაზე - მიუხედავად იმისა, რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის საქმე ობიექტური გამოძიებისთვის პროკურატურას გადასცეს და ბრალდებულები თანამდებობებზე აღარ იმყოფებიან.

პაატა სალია დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე - ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მყისიერი რეაქცია მქონდეს დარღვევაზე - მიუხედავად იმისა, რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას
ინტერპრესნიუსი

არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: იუსტიციის სამინისტროს როლი მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი. როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა, იმავე წუთს იყო მითითება გენინსპექციის მიმართ, რომ დაეწყოთ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხეში განხორციელებულ ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და სხვა პირების მიმართ ბრალის წაყენებას.

მინისტრის განმარტებით, ამ საქმეში მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, რომ „მყისიერი, ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს ნებისმიერ დარღვევაზე, რაც სისტემაში მოხდება და ხელი შეუწყოს გამოძიების სწორად წარმართვას”.

„მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანები დღეს არ არიან თანამდებობაზე, ხოლო რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს უკვე პროკურატურის საქმეა. იმისთვის, რომ არ გაჩენილიყო რაიმე კითხვა, რომ იგივე უწყება იძიებს მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს, ეს საქმე გადავეცით პროკურატურას, რათა ობიექტურად წარიმართოს გამოძიება. დაველოდოთ შედეგებს. ამ ეტაპზე ვიცით, რომ მათ ბრალი წარედგინათ, მოვისმინეთ გარკვეული დეტალები, თუმცა, ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არიან ეს პირები დამნაშავეები, თუ - არა. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სწორედ ის, რომ მყისიერი, ადეკვატური რეაქცია მქონდეს ნებისმიერ დარღვევაზე, რაც სისტემაში მოხდება და ხელი შევუწყო გამოძიების სწორად წარმართვას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპაატა სალია პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და სხვა პირების მიმართ ბრალის წაყენებაზე: როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა, იმავე წუთს იყო მითითება გენინსპექციის მიმართ, რომ დაეწყოთ გამოძიება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ფეიქრიშვილის დედა - ბრალის წარდგენა წამების მუხლით უნდა მომხდარიყო, როგორ ბედავთ 3 წლიან მუხლს? რატომ არ არის დაკავებული გიჩო მარგველაშვილი? ზაუტაშვილი სხვა ჯგუფია? პაატა სალიას კი ვეუბნები: დაწერე განცხადება და წადი!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები