მე რაც ვიცი, ყველაფერს ხომ არ ვიტყვი? - მინისტრი ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე "პირველების" კითხვებს პასუხობს
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე განაცხადა, რომ „რაღაც რომ მოხდა ფაქტია“ და საქმეს პროკურატურა იძიებს. მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა ოჯახის მიერ თავდამსხმელად დასახელებული ვატო ყიფიანი.

რაღაც რომ მოხდა ფაქტია - ასეთია იუსტიციის მინისტრის პასუხი "პირველების" ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.
პაატა სალია ამბობს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს და მან უნდა გასცეს შეკითხვას პასუხი - ამოიღეს თუ არა ციხეთა სისტემიდან ვიდე კადრები.
მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაფერი არ ხდება, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო გამოძიება, ეს მეტყველებს, იმაზე რომ ინფორმაციის გადამოწმება საჭიროდ ჩავთვალეთ. საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ახლა პროკურატურა აწარმოებს"- უთხრა მან "პირველებს".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მინისტრს უფრო მეტი გეცოდინებათ, სალიამ თქვა: "მე რაც ვიცი ყველაფერს ხომ არ ვიტყვი"?
მან არ უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა ვატო ყიფიანი, რომელსაც დავით ფეიქრიშვილის დედა შვილზე თავდამსხმელად ასახელებს.
იუსტიციის მინისტრმა გუშინ დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით ძალადობა განხორციელდა, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვები იყვნენ შესახლებულები.
ის აანონსებს, რომ ყველაფერს პასუხს მალე პროკურატურა გასცემს.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
ციტატები სტატიიდან
„მე რაც ვიცი ყველაფერს ხომ არ ვიტყვი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…