პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებებით, რომლითაც შესაძლებელი ხდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს დაეკისროს
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია შესაძლოა მინისტრის მოადგილეს დაეკისროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილები შეიტანა, რომლის მიხედვით, შესაძლებელი ხდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს დაეკისროს.
ამავე პროექტით, შესაძლებელი ხდება, რომ მინისტრის პირველმა მოადგილემ ან მოადგილემ შეთავსებით შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეასრულოს.
როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ფუნქციების დამატება დამატებითი ანაზღაურების დაწესებას არ ითვალისწინებს და ის ანაზღაურების გარეშე განხორციელდება.
ცნობისთვის, გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამინისტრის მოადგილე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელიც გახდება – კანონპროექტი
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…