ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და საქვეუწყებო უწყებების ხელმძღვანელობა, აგრეთვე პრემიერის სპეცწარმომადგენლობა დამატებითი ანაზღაურების გარეშე შეეძლებათ.

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ
მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათBM.GE

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მიღებული ცვლილებების თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ენიჭება უფლებამოსილება, შეთავსებით შეასრულოს ამავე სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციები. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ დაიკავონ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაც.

საკანონმდებლო ცვლილებას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგი წავიდა.

დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის მოადგილეებს დამატებითი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეთავსება შემდეგი პირობებით შეეძლებათ.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მინისტრის მოადგილეებისთვის აღნიშნული დამატებითი ფუნქციების დაკისრება დამატებითი ანაზღაურების დაწესებას არ ითვალისწინებს. ეს მოვალეობები ანაზღაურების გარეშე განხორციელდება.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ცვლილება უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის უფრო ეფექტიან მართვას.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, პარლამენტში კანონის ინიცირებამდე, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი უკვე დანიშნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურიმინისტრის მოადგილე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელიც გახდება – კანონპროექტი
  2. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებებით, რომლითაც შესაძლებელი ხდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს დაეკისროს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებებით, რომლითაც შესაძლებელი ხდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს დაეკისროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები