პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მინისტრის მოადგილე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელიც გახდება – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც მინისტრის მოადგილეს შეეძლება შეთავსებით დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა და უხელმძღვანელოს სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-სა თუ საქვეუწყებო დაწესებულებას.

მინისტრის მოადგილე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელიც გახდება – კანონპროექტი
ალია

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს კანონში “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, რომლის თანახმადაც, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ექნება შესაძლებლობა, რომ შეთავსებით შეასრულოს სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს შეეძლება დაიკავოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა.

“მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს.” – ნათქვამია კანონპროექტში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
  2. BM.GEოპოზიციურიმინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებებით, რომლითაც შესაძლებელი ხდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს დაეკისროს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები