პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავდროულად მინისტრის პირველი მოადგილის პოსტსაც შეინარჩუნებს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
BM.GE

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის თანამდებობას, ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1 ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. მისი თქმით, ამ საკითხზე იყო კონსულტაციები გიორგი ზურაბაშვილთან და მისი თხოვნა იყო, განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 5
  1. ფორმულაოპოზიციურიკობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა
  2. BM.GEოპოზიციურირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი
  4. TV პირველიოპოზიციურიკობახიძემ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
  5. პირველი არხისამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  6. ალიაოპოზიციურიკობახიძემ რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად მოქმედი მაღალჩინოსანი დანიშნა
  7. POSTVსამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  8. ბათუმელებიოპოზიციურიკობახიძემ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში
  9. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას
  10. იმედინიუსისამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დიპლომატთა საზოგადოება ზურაბაშვილის დანიშვნას სახიფათო ტენდენციად აფასებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები