პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც მინისტრის მოადგილეს შეთავსებით სსიპ-ის ან საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელობა შეეძლება.

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტის თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს უფლება ექნება, შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ან მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, აგრეთვე, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
მომხსენებლის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს შესაძლებელია, დაეკისროს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია.
შესაბამისი ცვლილება შედის ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამინისტრის მოადგილე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელიც გახდება – კანონპროექტი
მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებებით, რომლითაც შესაძლებელი ხდება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს დაეკისროს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…