ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ - Reuters

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერმა იონას გარ სტორემ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ.

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ - Reuters
ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ - Reutersრუსთავი 2

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინთან საუბარი აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრებს შეეხებოდა. ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ნოემბრის დასაწყისში აბუ-დაბიში ტექნიკური დონის შეხვედრები გამართონ.

მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან საუბრის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საუბარი შინაარსობრივი იყო.

"საუბარი გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყანა ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ გავლენას მოახდენს როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს", - აღნიშნა სტუბმა.

სტუბმა და სტორემ განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარში საკუთარი ქვეყნების ლიდერების რანგში მონაწილეობდნენ და მთლიანად ევროპის სახელით არ საუბრობდნენ. მათ ასევე თქვეს, რომ სკანდინავიური ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებენ.

სტუმბა მანამდე აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი მექანიზმების შემუშავება, რუსეთსა და ევროპას შორის ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომლებიც მხარეებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს
  2. ფორმულაოპოზიციურიფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საუბარი გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყანა ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ გავლენას მოახდენს როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Bloomberg: პუტინი ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სამშაბათს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები