ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Bloomberg: პუტინი ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სამშაბათს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გეგმავს

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, რათა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები განიხილონ.

Bloomberg: პუტინი ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სამშაბათს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გეგმავს
Bloomberg: პუტინი ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სამშაბათს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გეგმავსიმედინიუსი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბრისთვის ემზადება. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მხარეებმა შესაძლოა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები განიხილონ. სააგენტოს ცნობით, საუბარი შესაძლოა უკვე დღეს გაიმართოს.

კრემლის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ნორვეგიის მთავრობის წარმომადგენელმა რაგნჰილდ სიმენსტადმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, ხოლო ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სააგენტოსთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.

როგორც Bloomberg-ი წერს, დაგეგმილი საუბრები უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობას უკავშირდება. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში პუტინს შეხვდა. მანამდე უიტკოფმა ოსლოში მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სკანდინავიის ორი ქვეყნის ლიდერებთან.

თუ საუბარი შედგა, ეს იქნება პუტინის პირველი პირდაპირი კონტაქტი კიევის მოკავშირე ევროპის წამყვან ლიდერებთან მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან გასული წლის ივლისში ისაუბრა, წერს სააგენტო.

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი და ფინეთის პრეზიდენტი ამ პროცესში საკუთარი ქვეყნების როლს რუსეთის საზღვართან მათი უშუალო სიახლოვით ხსნიან.

გასული კვირის შეხვედრების შემდეგ დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ნორვეგიასა და ფინეთს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებში ახალ მონაწილეებად განიხილავს. მისი თქმით, მოსკოვი დააკვირდება, შეძლებენ თუ არა ისინი ამ პროცესში რაიმე შედეგის მიღწევას, აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები