ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა - უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხის განხილვა არ მომხდარა

Financial Times-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ იონას გარ სტორეს სატელეფონო საუბრისას „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა; უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მხარეებს არ განუხილავთ.

მედია - ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა - უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხის განხილვა არ მომხდარა
მედია - ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა - უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხის განხილვა არ მომხდარაინტერპრესნიუსი

ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან სატელეფონო საუბრის თითქმის მთელი დრო უკრაინასთან „კონფლიქტის ისტორიულ ძირეულ მიზეზებზე“ საუბარს დაუთმო.

წყაროების ცნობით, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხის განხილვა არ მომხდარა.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას გადაწყვიტეს, რომ პუტინის „ისტორიული გადახვევებისთვის“ ხელი არ შეეშალათ, რათა დაედგინათ, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავს პუტინი ევროპასთან დიალოგს.

შეგახსენებთ, გუშინ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საუბარი სტუბისა და იონას გარ სტორეს მიერ იყო ინიცირებული და იგი უკრაინასთან კონსულტაციით შედგა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Bloomberg: პუტინი ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სამშაბათს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები