ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს უკრაინაში ომის დასრულებისა და სამომავლო მოლაპარაკებების საკითხებზე.

ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, ამის შესახებ განცხადებას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისა და ომის დასრულების მიზნით, ასევე ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები განიხილეს.
ნათქვამია, რომ ფინეთი და ნორვეგია რუსეთს ესაზღვრებიან და უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან. სატელეფონო საუბრის მიზანი პრეზიდენტ პუტინისთვის სამომავლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გზავნილების უშუალოდ გადაცემა იყო, რათა ხელი შეეწყოთ ომის დასრულებისთვის. საუბარი აბუ-დაბიში დაგეგმილ მომავალ შეხვედრებს უკავშირდებოდა.
სტუბი და სტორე საუბარში საკუთარი ქვეყნების ლიდერების რანგში მონაწილეობდნენ და მთელი ევროპის სახელით არ საუბრობდნენ.
ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მრავალწლიან მხარდაჭერას გააგრძელებენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ ომი უნდა დასრულდეს და მოლაპარაკებები უნდა განახლდეს.
"ნორვეგია და ფინეთი ყოველთვის ხელს უწყობდნენ თავიანთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ორივე ქვეყანას საერთო ინტერესი აქვს ბალტიის ზღვის რეგიონსა და შორეულ ჩრდილოეთში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შენარჩუნების კუთხით. ეს საკითხი სატელეფონო საუბრის დროსაც გამოიკვეთა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"დისკუსია გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ გავლენას მოახდენს როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა
"ომს ადამიანური და მატერიალური თვალსაზრისით უზარმაზარი დანაკარგები მოაქვს. ტანჯვა და ნგრევა მომავალ თაობებზეც მოახდენს გავლენას. სატელეფონო საუბრისას ჩვენ დეესკალაციის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი", - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს
ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ - Reuters
ციტატები სტატიიდან
„დისკუსია გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ გავლენას მოახდენს როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს“
„ომს ადამიანური და მატერიალური თვალსაზრისით უზარმაზარი დანაკარგები მოაქვს. ტანჯვა და ნგრევა მომავალ თაობებზეც მოახდენს გავლენას. სატელეფონო საუბრისას ჩვენ დეესკალაციის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი“
„ნორვეგია და ფინეთი ყოველთვის ხელს უწყობდნენ თავიანთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ორივე ქვეყანას საერთო ინტერესი აქვს ბალტიის ზღვის რეგიონსა და შორეულ ჩრდილოეთში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შენარჩუნების კუთხით. ეს საკითხი სატელეფონო საუბრის დროსაც გამოიკვეთა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…