POLITICO: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავენ
POLITICO-ს ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივი სატელეფონო საუბარი გამართეს. სტუბის თქმით, დისკუსია გულახდილი და შინაარსობრივი იყო, ხოლო ომის დასრულება პირდაპირ მოლაპარაკებებს მოითხოვს.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ სამშაბათს ერთობლივი სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან, უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„დისკუსია იყო გულახდილი და შინაარსობრივი“, - განაცხადა სტუბმა ზარის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დისკუსიებს მოითხოვს“.
საუბარი კიევთან კონსულტაციით გაიმართა და ორ ლიდერს - რომლებიც უკრაინის მტკიცე მოკავშირეები არიან - მთლიანად ევროპის ოფიციალური წარმომადგენლების სტატუსით არ უსაუბრიათ.
„ეს სატელეფონო საუბარი ოთხწლიანი ომის დელიკატურ მომენტში შედგა, როდესაც ევროპელი ოფიციალური პირები მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ, დონალდ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ ბიძგის ფონზე. ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დაგეგმილი ზარის შესახებ წინასწარ აცნობეს“, - წერს გამოცემა POLITICO.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ
ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ - Reuters
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს მართავენ
ციტატები სტატიიდან
„დისკუსია იყო გულახდილი და შინაარსობრივი“
„ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დისკუსიებს მოითხოვს“
„ეს სატელეფონო საუბარი ოთხწლიანი ომის დელიკატურ მომენტში შედგა, როდესაც ევროპელი ოფიციალური პირები მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ, დონალდ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ ბიძგის ფონზე. ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას დაგეგმილი ზარის შესახებ წინასწარ აცნობეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…