ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერმა ვლადიმერ პუტინთან უკრაინის ომზე ისაუბრეს; სტუბის განცხადებით, ომის შედეგი პირდაპირ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე და მისი დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს.

ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს
ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან საუბრის შემდეგ: ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვსიმედინიუსი

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების გზები იყო.

„საუბარი გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს“, - განაცხადა სტუბმა საუბრის დასრულების შემდეგ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები მოაქვს, ხოლო ტანჯვა და ნგრევა მომავალ თაობებზეც აისახება. მისი განცხადებით, საუბრისას მხარეებმა ესკალაციის შემცირების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სტუბი და სტორე საკუთარი ქვეყნების ლიდერების სტატუსით მოქმედებდნენ და ევროპის სახელით არ საუბრობდნენ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბალტიის ზღვის რეგიონისა და შორეული ჩრდილოეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ და ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საუბარი გულწრფელი და შინაარსიანი იყო. ჩვენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები ვართ. ამ ომის შედეგი პირდაპირ აისახება ჩვენს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დიალოგს მოითხოვს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები