პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს

ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასის სრულად დაკავების მიზანზე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, იუწყება Reuters-ი.

Reuters: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს
იმედინიუსი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის წყაროს ცნობით, ალექსანდრ სტუბთან და იონას გარ სტორესთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მთელი დონბასის ხელში ჩაგდების მიზანთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

„ევროპელმა ლიდერებმა საპასუხოდ ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, - აღნიშნა Reuters-ის წყარომ.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი 27 ოქტომბერს გამართეს. მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი დასრულების შესაძლო გზები განიხილეს.

ზარამდე ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა კონსულტაციები გაიარეს კიევთან, რათა აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ რუსული მხარისთვის უკრაინის პოზიცია მიეწოდებინათ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინს ტელეფონით ესაუბრნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები