ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება

საქართველოს პარლამენტისემეკი

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდებაპირველი არხი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. კანონპროექტი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განიხილეს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს.

დღეს არსებული წესით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფი განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება და თითოეული მომხმარებელი გაზის საფასურს ერთი ტარიფით იხდის, არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებელმა რა მოცულობის გაზი გამოიყენა.

„აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5
  1. BM.GEოპოზიციურიგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
  2. BM.GEოპოზიციურიგაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება | კანონპროექტი
  3. TV პირველიოპოზიციურივინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის - შემოქავთ გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი
  4. ალიაოპოზიციურიგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება – ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
  6. TV პირველიოპოზიციურიახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გაზი საფეხურეობრივ მოდელზე გადადის — მეტ მოხმარებაზე სემეკს მაღალი ტარიფის დაწესების უფლება ეძლევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები