კანონპროექტის უმთავრესი მიზანი სოციალური ინტერესების დაცვაა - სემეკი გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე
სემეკის განმარტებით, პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიზანი სოციალური ინტერესების დაცვაა, რაც კომისიას საშუალებას მისცემს წყლისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსაზღვროს.

"მოცემული კანონპროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სოციალური გარანტიების გაძლიერება და ენერგორესურსების რაციონალური და ეფექტიანი მოხმარების ხელშეწყობა", - ასეთია სემეკის განმარტება პარლამენტში განხილულ კანონპროექტზე, რომლითაც კომისიას უფლება ექნება გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
"კანონპროექტი ემსახურება, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლობიან და ეფექტიან გამოყენებას. კანონპროექტის მიღების შედეგად გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით.
ასევე, კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში დაადგინოს წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის განსხვავებული ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვას და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას", - აცხადებენ კომისიაში.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან სემეკი გაზისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფებს მიმდინარე წლის ბოლოს გადახედავს.
"აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.
მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას", - წერია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
გაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება | კანონპროექტი
ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის - შემოქავთ გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
გაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება – ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხება
ციტატები სტატიიდან
„მოცემული კანონპროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სოციალური გარანტიების გაძლიერება და ენერგორესურსების რაციონალური და ეფექტიანი მოხმარების ხელშეწყობა“
„კანონპროექტი ემსახურება, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლობიან და ეფექტიან გამოყენებას. კანონპროექტის მიღების შედეგად გაგრძელდება გარდამავალი რეგულაციის მოქმედება და კომისიას შეუნარჩუნდება უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით. ასევე, კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში დაადგინოს წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის განსხვავებული ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვას და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…