ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხება

სემეკისაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სემეკს წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფების მოხმარებული მოცულობის მიხედვით, დიფერენცირებულად დადგენის უფლებამოსილება მიენიჭება.

ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხება
ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხებაTV პირველი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შესაძლებლობა ექნება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადი მოხმარებული რესურსის ოდენობის შესაბამისად, დიფერენცირებულად განსაზღვროს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება სემეკს წყალმომარაგების ნაწილში 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში 2038 წლის 1-ელ იანვრამდე მიენიჭება.

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გარანტირებას ემსახურება.

საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„დღეის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიანხტების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.

აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის, კომუნალური ხარჯებისადმი მაღალი მგრძნობელობისა და სატარიფო რეგულირების პერიოდების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კომისიას შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით, ასევე, 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფები“.

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, სემეკი გაზის ტარიფების დიფერენცირებასც შეძლებს.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციურიგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
  2. BM.GEოპოზიციურიგაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება | კანონპროექტი
  3. TV პირველიოპოზიციურივინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის - შემოქავთ გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი
  4. პირველი არხისამთავრობოსაკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
  5. ალიაოპოზიციურიგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება – ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სემეკს გაზასა და წყალზე განსხვავებული ტარიფების დადგენა შეეძლება - კანონპროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები