ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის - შემოქავთ გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი
პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფი მოხმარებული მოცულობის საფუძველზე, საფეხურებრივი მოდელით დაითვლება.

ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის ტარიფის დადგენის წესი იცბლება - პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებებს კანონში რომლის მიხედვითაც გაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება, ანუ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის.
"კომისიას ენიჭება უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით. ამასთან, დღეის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით." - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცვლილება შეეხება "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონის 136-ე მუხლს:
"კანონპროექტით "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონში იცვლება ნორმა, რომელიც არეგულირებს ცალკეულ წყალმომარაგების ტარიფებსა და მათი დადგენის წესს გარდამავალ პერიოდში, კერძოდ კანონის 163-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილების შედეგად წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას კომისია უფლებამოსილი იქნება ნაცვლად 2027 წლის 1 იანვრისა 2036 წლის 1 იანვრამდე არ გაითვალისწინოს ამავე კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა და წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს.
ამასთან, გარდამავალ პერიოდში კომისია უფლებამოსილი იქნება: 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის განსხვავებული გარდამავალი პერიოდის განსაზღვრა გამოწვეულია განსხვავებული სატარიფო რეგულირების პერიოდებით, კერძოდ - წყალმომარაგების შემთხვევაში სატარიფო რეგულირების პერიოდი არის 3 წელი, ხოლო ბუნებრივი გაზისათვის - 5 წელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძირითადი პრინციპებიდან საგამონაკლისო ნორმა წყალმომარაგების სექტორში იმოქმედებს სამი სატარიფო რეგულირების პერიოდის, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი - ორი სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში." - წერია დოკუმენტში.
როგორც პარლამენტში შოთა ბერიკაშვილმა თქვა, საბოლოო ტარიფის ფასის დადგენისას სემეკ-ი და მარეგულირებელი კომისია სხვა ფაქტორებსაც გაითვალისწინებს.
"ასეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას"- ფიქრობენ "ოცნებაში".
"2038 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანია, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას. […] სემეკ-ი და კომისია განსაზღვრავს, სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით საბოლოო, ტარიფის ფასს. […] მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ბუნებრივი გაზი, ჩვენი მთავრობის წარმატებით მოლაპარაკების შედეგად, გვაქვს უაღრესად დაბალი ტარიფი, დღეის მდგომარეობით. აღნიშნული კანონპროექტი კომისიას აძლევს შესაძლებლობას და უყენებს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიდაც შეუძლია იმოქმედოს და აქ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ კომპონენტზე." - განაცხადა შოთა ბერიკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
გაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება | კანონპროექტი
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
გაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება – ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხება
ციტატები სტატიიდან
„2038 წლის 1 იანვრამდე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დაადგინოს მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანია, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგორესურსების პასუხისმგებლიან და ეფექტიან გამოყენებას. […] სემეკ-ი და კომისია განსაზღვრავს, სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით საბოლოო, ტარიფის ფასს. […] მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ბუნებრივი გაზი, ჩვენი მთავრობის წარმატებით მოლაპარაკების შედეგად, გვაქვს უაღრესად დაბალი ტარიფი, დღეის მდგომარეობით. აღნიშნული კანონპროექტი კომისიას აძლევს შესაძლებლობას და უყენებს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიდაც შეუძლია იმოქმედოს და აქ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ კომპონენტზე.“
„კომისიას ენიჭება უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით. ამასთან, დღეის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…