ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შოთა ბერეკაშვილი – ბუნებრივი აირის გადასახადზე დიფერენცირებული მიდგომოთ, რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, გადაიხდის ნაკლებს, ვინც მეტს მოიხმარს, მისი ტარიფი მაღალი იქნება

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბუნებრივ აირზე დიფერენცირებული ტარიფი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მეტი მოცულობის მომხმარებელი უფრო მაღალ გადასახადს გადაიხდის. პარლამენტმა შესაბამის კანონპროექტს 79 ხმით დაუჭირა მხარი.

შოთა ბერეკაშვილი – ბუნებრივი აირის გადასახადზე დიფერენცირებული მიდგომოთ, რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, გადაიხდის ნაკლებს, ვინც მეტს მოიხმარს, მისი ტარიფი მაღალი იქნება
შოთა ბერეკაშვილი – ბუნებრივი აირის გადასახადზე დიფერენცირებული მიდგომოთ, რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, გადაიხდის ნაკლებს, ვინც მეტს მოიხმარს, მისი ტარიფი მაღალი იქნებაპირველი არხი

დღემდე, ბუნებრივ აირზე ერთიანი მიდგომა იყო მოხმარების მოძრაობის მიუხედავად და მიგვაჩნია, რომ დიფერენცირებული მიდგომა უფრო სამართლიან ტარიფს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივ აირზე დიფერენცირებული გადახდის სისტემით სოციალური თანასწორობა იქმნება.

„კანონპროექტით, სემეკ-ს უფლებამოსილება გავუგრძელეთ, რომ წყალმარაგების შემთხვევაში, 2036 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, 2038 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვროს სამომხმარებლო ტარიფი წყალსა და ბუნებრივ გაზზე. კომისიამ ტარიფის განსაზღვრის პირობებში უნდა გაითვალისწინოს სოციალური კომპონენტი და დიფერენცირებული მიდგომა უნდა ჰქონდეს. დიფერენცირებული მიდგომა რას ეფუძნება – უნდა დაეყრდნოს პირობებს, რომ ტარიფი მომხმარებლის მოცულობის მიხედვით დადგინდეს. კომისიის მიერ განსასაზღვრი იქნება, როგორ დაადგენს აღნიშნულ ტარიფს. ჩვენი მხრიდან, საკანონმდებლო ჩარჩო შევქმენით, რომლის ფარგლებში, მას მოქმედება შეუძლია.

დღეის მდგომარეობით, როგორც წყალზე, ასევე ბუნებრივ გაზზე, საქართველოში ტარიფი მნიშვნელოვნად დაბალია. ევროპის საშუალო მაჩვენებელს რომ შევადაროთ, საქართველოში, მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი დაახლოებით 7.5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სივრცეში. აქამდე ბუნებრივ გაზზე ერთიანი ტარიფი გვქონდა. მომხმარებლის მოცულობისა და შემოსავლების მიუხედავად, ყველა თანაბარ ტარიფს იხდიდა. დიფერენცირებული მიდგომა ნიშნავს , რომ რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, ის უფრო ნაკლებს გადაიხდის. ვისაც ექნება უფრო მეტი მოხმარება, შესაბამისად, ალბათ, მისი ტარიფი უფრო მაღალი იქნება. რაც შეეხება სოციალურ დაუცველებს, აქ არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, როდესაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ჯგუფების გადასახადს ასუბსიდირებს.

დიფერენცირებული მიდგომა იმას ითვალისწინებს, რომ მოხმარების მოცულობის ზრდასთან ერთად ტარიფის ღირებულება გაიზრდება, თუმცა დეტალური კომპონენტები, რა შემთხვევაში რა იქნება დიფერენცირებული ტარიფი, ეს უკვე კომისიის და სემეკ-ის გადასაწყვეტია. ჩემი პირადი გამოცდილებით ორი საკითხია. პირველია, რომ საქართველოში ენერგიის დაზოგვის კულტურა იყოს. ისეთი, როგორიც მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაშია. ეს ენერგოპოლიტიკის ნაწილია. დაწყებული სკოლიდან, მოქალაქეებს ასწავლიან, რომ მნიშვნელოვანია, ენერგორესურსის დაზოგვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კულტურის ნაწილია. მეორეა, რომ ვინც მეტს მოიხმარს შესაძლებლობიდან გამომდინარე, ის ასუბსიდირებს იმ ადამიანებს, რომელთაც ნაკლები შემოსავალი აქვთ და აქ სოციალური თანასწორობა იქმნება. დღევანდელ დღემდე, ბუნებრივ აირზე ერთიანი მიდგომა იყო მოხმარების მოძრაობის მიუხედავად და მიგვაჩნია, რომ დიფერენცირებული მიდგომა უფრო სამართლიან ტარიფს შექმნის. დეკემბრის ბოლოს, სემეკ-ი დაიანგარიშებს და ანგარიშებს გაასაჯაროებს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს 79 ხმით დაუჭირა მხარი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიგაუძვირდება თუ არა მოსახლეობას ტარიფები? - შოთა ბერეკაშვილის პასუხი
  2. NEWS.GE"ოცნების" მილიონერი დეპუტატი: ჩემს ბავშვებს სულ ვეუბნები - დაზოგეთ ელექტროენერგია (ვიდეო)
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კანონპროექტით, სემეკ-ს უფლებამოსილება გავუგრძელეთ, რომ წყალმარაგების შემთხვევაში, 2036 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, 2038 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვროს სამომხმარებლო ტარიფი წყალსა და ბუნებრივ გაზზე. კომისიამ ტარიფის განსაზღვრის პირობებში უნდა გაითვალისწინოს სოციალური კომპონენტი და დიფერენცირებული მიდგომა უნდა ჰქონდეს. დიფერენცირებული მიდგომა რას ეფუძნება – უნდა დაეყრდნოს პირობებს, რომ ტარიფი მომხმარებლის მოცულობის მიხედვით დადგინდეს. კომისიის მიერ განსასაზღვრი იქნება, როგორ დაადგენს აღნიშნულ ტარიფს. ჩვენი მხრიდან, საკანონმდებლო ჩარჩო შევქმენით, რომლის ფარგლებში, მას მოქმედება შეუძლია. დღეის მდგომარეობით, როგორც წყალზე, ასევე ბუნებრივ გაზზე, საქართველოში ტარიფი მნიშვნელოვნად დაბალია. ევროპის საშუალო მაჩვენებელს რომ შევადაროთ, საქართველოში, მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი დაახლოებით 7.5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სივრცეში. აქამდე ბუნებრივ გაზზე ერთიანი ტარიფი გვქონდა. მომხმარებლის მოცულობისა და შემოსავლების მიუხედავად, ყველა თანაბარ ტარიფს იხდიდა. დიფერენცირებული მიდგომა ნიშნავს , რომ რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, ის უფრო ნაკლებს გადაიხდის. ვისაც ექნება უფრო მეტი მოხმარება, შესაბამისად, ალბათ, მისი ტარიფი უფრო მაღალი იქნება. რაც შეეხება სოციალურ დაუცველებს, აქ არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, როდესაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ჯგუფების გადასახადს ასუბსიდირებს. დიფერენცირებული მიდგომა იმას ითვალისწინებს, რომ მოხმარების მოცულობის ზრდასთან ერთად ტარიფის ღირებულება გაიზრდება, თუმცა დეტალური კომპონენტები, რა შემთხვევაში რა იქნება დიფერენცირებული ტარიფი, ეს უკვე კომისიის და სემეკ-ის გადასაწყვეტია. ჩემი პირადი გამოცდილებით ორი საკითხია. პირველია, რომ საქართველოში ენერგიის დაზოგვის კულტურა იყოს. ისეთი, როგორიც მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაშია. ეს ენერგოპოლიტიკის ნაწილია. დაწყებული სკოლიდან, მოქალაქეებს ასწავლიან, რომ მნიშვნელოვანია, ენერგორესურსის დაზოგვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კულტურის ნაწილია. მეორეა, რომ ვინც მეტს მოიხმარს შესაძლებლობიდან გამომდინარე, ის ასუბსიდირებს იმ ადამიანებს, რომელთაც ნაკლები შემოსავალი აქვთ და აქ სოციალური თანასწორობა იქმნება. დღევანდელ დღემდე, ბუნებრივ აირზე ერთიანი მიდგომა იყო მოხმარების მოძრაობის მიუხედავად და მიგვაჩნია, რომ დიფერენცირებული მიდგომა უფრო სამართლიან ტარიფს შექმნის. დეკემბრის ბოლოს, სემეკ-ი დაიანგარიშებს და ანგარიშებს გაასაჯაროებს“
შოთა ბერეკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები