სემეკის წევრი გიორგი ფანგანი - საქართველოში ბუნებრივი აირის თვიური მოხმარება, ერთ მომხმარებელზე, საშუალოდ, 192 კუბური მეტრია, დასავლეთ ევროპაში კი გასაშუალოებული 140 კუბური მეტრი - ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია
სემეკის წევრ გიორგი ფანგანის განცხადებით, საქართველოში ბუნებრივი აირის თვიური მოხმარება ერთ აბონენტზე საშუალოდ 192 კუბური მეტრია, ევროპაში კი 140, რასაც ის „უყაირათო მოხმარებას“ უწოდებს და ერთ-ერთ სცენარად საფეხურებრივი ტარიფის დაწესებას განიხილავს.

საქართველოში, ბუნებრივი აირის თვიური მოხმარება, ერთ მომხმარებელზე, საშუალოდ, 192 კუბური მეტრია, დასავლეთ ევროპაში კი გასაშუალოებული 140 კუბური მეტრი. ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია - მეთოდოლოგიაში გვაქვს რამდენიმე სცენარი მოაზრებული და რომელსაც დავამტკიცებთ, საზოგადოებას გავაცნობთ. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთ სცენარად მოიაზრება საფეხურებრივი ტარიფის დაწესება, - ამის შესახებ, სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მარეგულირებელი კომისია უახლოეს პერიოდში მიიღებს ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიას, რადგან წყლისა და ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები დეკემბერში უნდა დამტკიცდეს.
გიორგი ფანგანმა დასავლურ პრაქტიკაში არსებული გადასახადების გამოთვლის ალტერნატიულ მოდელებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებობს დღე-ღამური ტარიფი და ინფრასტრუქტურის მზადყოფნის (ფიქსირებული) ტარიფი.
“აქტიური მუშაობა მიდის უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით. მიდის როგორც მარეგულირებელი აუდიტი, ასევე სხვა ტარიფის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს, როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის.
გაზის შემთხვევაში რამდენიმე ტიპის ტარიფები იყო დადგენილი, ჩვენს შემთხვევაში, ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ვადა გადის 2026 წელს.
არსებობს ბევრი ტიპის ტარიფი. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, არსებობს დღე-ღამური ტარიფი, რაც ძალიან აპრობირებულია იგივე დასავლეთში. არსებობს ფიქსირებული ტარიფები, მოხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას, ამას უწოდებენ ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს და ასე შემდეგ. საქართველოში გვაქვს ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი ელექტროენერგეტიკაში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვიდან ვიწყებთ ახალ ათვლას. რაც შეეხება ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფებს, მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება, არსებობს რამდენიმე სცენარი. ჩვენი ამოცანაა სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, მნიშვნელოვანია შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას. საქართველოში საშუალოდ თვიური მოხმარება ერთ მომხმარებელზე გვაქვს 192 კუბური მეტრი, როდესაც დასავლეთ ევროპაში გასაშუალოებული არის 140 კუბური მეტრი. ანუ ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია.
მეთოდოლოგიაში გვაქვს რამდენიმე სცენარი მოაზრებული და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთ სცენარად მოიაზრება საფეხურებრივი ტარიფის დაწესება“,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს.
მიღებული კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.
ცვლილებები კენჭისყრით 75 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაგაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი
გაზის საშუალო მოხმარება საქართველოში 192 მ3-ია, ევროპაში 140 მ3, ამას ე.წ უყაირათო მოხმარება ჰქვია - სემეკის წევრი
წყლის საშუალო მოხმარება საქართველოში 192 მ3-ია, ევროპაში 140 მ3, ამას ე.წ უყაირათო მოხმარება ჰქვია - სემეკის წევრი
სემეკის წევრი გიორგი ფანგანი - საქართველოში ბუნებრივი აირის დღიური მოხმარება, ერთ მომხმარებელზე, საშუალოდ, 192 კუბური მეტრია, დასავლეთ ევროპაში კი გასაშუალოებული 140 კუბური მეტრი - ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია
გიორგი ფანგანი: პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ერთი ნაწილი მოქმედი ნორმის გაგრძელებაა, ეს ეხება სასმელი წყლისა და წყალარინების ტარიფებს. ამ ნორმას ვადა 2026 წლის დეკემბერში გასდის და მოხდა ნორმის ვადის გაგრძელება, რადგან წყალმომარაგების სექტორში არსებული ტარიფები დადგენილია იმ სახით, რომ ძირითადი ტვირთი გადატანილია კომერციულ ტარიფზე
ციტატები სტატიიდან
„აქტიური მუშაობა მიდის უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით. მიდის როგორც მარეგულირებელი აუდიტი, ასევე სხვა ტარიფის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს, როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის. გაზის შემთხვევაში რამდენიმე ტიპის ტარიფები იყო დადგენილი, ჩვენს შემთხვევაში, ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ვადა გადის 2026 წელს. არსებობს ბევრი ტიპის ტარიფი. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, არსებობს დღე-ღამური ტარიფი, რაც ძალიან აპრობირებულია იგივე დასავლეთში. არსებობს ფიქსირებული ტარიფები, მოხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას, ამას უწოდებენ ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს და ასე შემდეგ. საქართველოში გვაქვს ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი ელექტროენერგეტიკაში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვიდან ვიწყებთ ახალ ათვლას. რაც შეეხება ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფებს, მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება, არსებობს რამდენიმე სცენარი. ჩვენი ამოცანაა სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, მნიშვნელოვანია შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას. საქართველოში საშუალოდ თვიური მოხმარება ერთ მომხმარებელზე გვაქვს 192 კუბური მეტრი, როდესაც დასავლეთ ევროპაში გასაშუალოებული არის 140 კუბური მეტრი. ანუ ამას უყაირათო მოხმარება ჰქვია. მეთოდოლოგიაში გვაქვს რამდენიმე სცენარი მოაზრებული და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ. რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთ სცენარად მოიაზრება საფეხურებრივი ტარიფის დაწესება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…