პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება

სემეკი

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაადგინოს, ნაცვლად მოქმედი ერთიანი ტარიფისა.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
რუსთავი 2

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. კანონპროექტი დღეს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განიხილეს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკსა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, გარდამავალ პერიოდში, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დაადგინოს.

დღეს არსებული წესით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფი განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით დგინდება და თითოეული მოხმარებული გაზის საფასურს ერთი ტარიფით იხდის, არ აქვს მნიშვნელობა მომხმარებელმა რა მოცულობის გაზი გამოიყენა.

„აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

სემეკი ახალ სატარიფო მოდელს, სავარაუდოდ, დეკემბერში დაადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6
  1. BM.GEოპოზიციურიგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება|ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
  2. BM.GEოპოზიციურიგაზის მსგავსად წყლის ტარიფიც მოხმარების მიხედვით განისაზღვრება | კანონპროექტი
  3. TV პირველიოპოზიციურივინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის - შემოქავთ გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესი
  4. პირველი არხისამთავრობოსაკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ბუნებრივ აირზე ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით დადგინდება
  5. ალიაოპოზიციურიგაზის ტარიფი საფეხურებრივი მოდელით დაითვლება – ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის
  6. TV პირველიოპოზიციურიახალი წესი წყლის ტარიფის დათვლასაც შეეხება
  7. BM.GEოპოზიციურიკანონპროექტის უმთავრესი მიზანი სოციალური ინტერესების დაცვაა - სემეკი გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გაზზე და წყალზე საფეხურეობრივ ტარიფს სემეკი დაადგენს - დავით ნარმანია ჯერ არ ამბობს, როგორ განისაზღვრება ტარიფიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები