ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაზი საფეხურეობრივ მოდელზე გადადის — მეტ მოხმარებაზე სემეკს მაღალი ტარიფის დაწესების უფლება ეძლევა

სემეკისაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

2027 წლიდან ბუნებრივ გაზზე შესაძლოა საფეხურეობრივი ტარიფი ამოქმედდეს — პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სემეკს მეტი მოხმარების შემთხვევაში აბონენტებისთვის უფრო მაღალი ტარიფის დაწესების უფლება ეძლევა.

გაზი საფეხურეობრივ მოდელზე გადადის — მეტ მოხმარებაზე სემეკს მაღალი ტარიფის დაწესების უფლება ეძლევა
გაზი საფეხურეობრივ მოდელზე გადადის — მეტ მოხმარებაზე სემეკს მაღალი ტარიფის დაწესების უფლება ეძლევანეტგაზეთი

ელექტროენერგიის მსგავსად 2027 წლიდან ბუნებრივ გაზზეც შესაძლოა საფეხურეობრივი ტარიფი ამოქმედდეს.

ის აბონენტები, რომლებიც მეტ გაზს მოიხმარენ 1 მ3-ში მეტ თანხას გადაიხდიან.

საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პირობებს დეტალურად სემეკი დაადგენს. ცვლილება მარეგულირებელს უფლებამოსილებას ანიჭებს და არა ვალდებულებას.

ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სამსაფეხუროვანი ტარიფი მოქმედებს. თბილისში თვეში 0-100 კვტ/სთ-ს მოხმარებაზე ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 20 თეთრია, 101-300 კვტ/სთ-ზე 24 თეთრი და 301+ კვტ/სთ-ზე 28.5 თეთრი. 0.5 თეთრიანი სხვაობით მდგომარეობა თითქმის იგივეა რეგიონებშიც.

ზოგადად საბაზრო კანონის მიხედვით, რაიმე პროდუქტის დიდი ოდენობით შეძენისას, ერთეულის ფასი უნდა მცირდებოდეს. მზარდი ტარიფი სოციალურ ხასიათს ატარებს და არა ეკონომიკურს. კიდევ ერთი ახსნა ქსელის გადატვირთვისგან დაცვის მცდელობაა. მოხმარების დაზოგვით ქსელში ავარიების რისკი მცირდება.

სავარაუდოდ იგივე სცენარის ამოქმედება ბუნებრივ გაზის სექტორშიც იგეგმება. გაზის მოხმარება იზრდება. შაჰ-დენიზის მილსადენის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, რაც ტრანზიტის სანაცვლოდ დამატებით იაფი გაზის მიღების საშუალებას აქრობს. თეორიულად აზერბაიჯანს საქართველოს გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რესურსი გააჩნია, მაგრამ ბაქოს ევროპის ქვეყნებთან აქვს გაფორმებული კონტრაქტები. საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ მისაღებ გაზსაც ძველი საბჭოთა პერიოდის მილსადენიდან იღებს, შაჰ-დენიზის მილსადენით კი ბუნებრივი გაზი თითქმის მთლიანად თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში გადის.

გაზის კიდევ ერთი მომწოდებელი რუსეთია, რომლის წილი წლიდან წლამდე იზრდება და 2025 წელს რუსეთიდან მიღებულმა გაზმა მოხმარებაში 28% შეადგინა. თანხობრივი და სავარაუდოდ რაოდენობრივი ზრდა ფიქსირდება 2026 წლის იანვარ-სექტემბერშიც. დრომ აჩვენა, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია და მასზე როგორც ექსპორტ ასევე იმპორტდამოკიდებულების ზრდა რისკის შემცველია.

განმარტებით ბარათში არც რუსეთია ნახსენები, არც აზერბაიჯანი და არც შაჰ-დენიზის გაზსადენი, ცვლილება მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესბის დაცვითაა ახსნილი.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით ტარიფები გაზსა და წყალზე დეკემბერში გადაიხედება. ნარმანიას ცვლილების მიმართულება არ დაუსახელებია, თუმცა როგორც წესი გადახედვის შედეგად ტარიფები იზრდება ხოლმე.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის - შემოქავთ გაზის ტარიფის დათვლის ახალი წესიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები