ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - პუტინმა ჩვენი პოზიცია მოისმინა - მაშფოთებს, რომ როდესაც მას ამერიკელები ესაუბრებიან, ზოგიერთი ეს გზავნილი მასთან არ აღწევს
ნორვეგიის პრემიერ იონას გარ სტორეს განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ევროპული პოზიცია მკაფიოდ წარუდგინეს, თუმცა მას აშფოთებს, რომ ამერიკელებთან საუბრისას ზოგიერთი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტამდე არ აღწევს.

პუტინმა ჩვენი პოზიცია მოისმინა, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ განაცხადა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, მან და ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდ სტუბმა გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპული პოზიცია მკაფიოდ წარუდგინეს.
„არ მგონია, რომ მან [პუტინმა] აზრი შეიცვალოს, თუმცა მან ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ მოისმინა. მაშფოთებს ის, რომ როდესაც მას ამერიკელები ესაუბრებიან, ზოგიერთი ეს გზავნილი მასთან არ აღწევს“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მშვიდობის მიღწევა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის გარეშე, სტორემ უპასუხა, რომ „უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას აღიარებს“.
„დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%-ს აკონტროლებს. სხვა საკითხია შეძლებენ თუ არა ისინი [უკრაინა] არსებული ფრონტის ხაზის რეალობად და საწყის წერტილად მიღებას. ასევე, მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიები ექნება ქვეყანას [უკრაინა] სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ? პუტინი ხვდება, რომ ეს მთავარი საკითხია“, - განაცხადა იონას გარ სტორემ.
ციტატები სტატიიდან
„არ მგონია, რომ მან [პუტინმა] აზრი შეიცვალოს, თუმცა მან ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ მოისმინა. მაშფოთებს ის, რომ როდესაც მას ამერიკელები ესაუბრებიან, ზოგიერთი ეს გზავნილი მასთან არ აღწევს“
„უკრაინა არასდროს მოაწერს ხელს ისეთ შეთანხმებას, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას აღიარებს“
„დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%-ს აკონტროლებს. სხვა საკითხია შეძლებენ თუ არა ისინი [უკრაინა] არსებული ფრონტის ხაზის რეალობად და საწყის წერტილად მიღებას. ასევე, მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, თუ როგორი უსაფრთხოების გარანტიები ექნება ქვეყანას [უკრაინა] სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ? პუტინი ხვდება, რომ ეს მთავარი საკითხია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…