ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის იშვიათი პოლიტიკური ბზარი გაჩნდა - დანიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა საჯაროდ გააკრიტიკეს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები ვლადიმირ პუტინთან გამართული მოულოდნელი სატელეფონო საუბრის გამო

დანიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის გამო გააკრიტიკეს. მეტე ფრედერიკსენის თქმით, ეს ნაბიჯი კოორდინირებული არ ყოფილა და ვერ ხედავს ნიშანს, რომ მოსკოვს ევროპასთან მშვიდობა სურს.

Euronews: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის იშვიათი პოლიტიკური ბზარი გაჩნდა - დანიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა საჯაროდ გააკრიტიკეს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები ვლადიმირ პუტინთან გამართული მოულოდნელი სატელეფონო საუბრის გამო
Euronews: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის იშვიათი პოლიტიკური ბზარი გაჩნდა - დანიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა საჯაროდ გააკრიტიკეს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები ვლადიმირ პუტინთან გამართული მოულოდნელი სატელეფონო საუბრის გამოიმედინიუსი

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს შორის იშვიათი პოლიტიკური ბზარი გაჩნდა - დანიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა საჯაროდ გააკრიტიკეს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები ვლადიმირ პუტინთან გამართული მოულოდნელი სატელეფონო საუბრის გამო, - წერს Euronews-ი.

90-წუთიანი სატელეფონო კომუნიკაცია ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს ინიციატივით შედგა. ორმა ლიდერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს სრულმასშტაბური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ჩაერთოს მოლაპარაკებებში სტაბილური, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით.

„საუბარი იყო ღია და შინაარსობრივი. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დისკუსიას მოითხოვს“, - განაცხადა სტუბმა.

ნორვეგიის პრემიერმა კი აღნიშნა, რომ საუბარში ხაზი გაესვა დეესკალაციის მნიშვნელობას. ოფიციალურ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ ლიდერები პუტინს ესაუბრნენ როგორც „საკუთარი ქვეყნების წარმომადგენლები და არა მთელი ევროპის სახელით“.

ზარის დასრულებისთანავე სტუბი და სტორე ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდნენ, რომელმაც მათ „აქტიური“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მიუხედავად ამისა, ამ ნაბიჯმა მეზობელი ქვეყნების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი ინიციატივას მკაცრად დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი დიპლომატიისთვის მზად არ არის. მან ეს ნაბიჯი ვიქტორ ორბანის მოსკოვურ „სოლო-ვიზიტს“ შეადარა: „ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ნორვეგიისა და ფინეთის ამ დამოუკიდებელი ინიციატივის მიმართ. ეს არ ყოფილა ჩვენთან კოორდინირებული. ვერ ვხედავ არანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთს ევროპასთან მშვიდობა სურს“.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა შედარებით რბილი, თუმცა ეჭვით სავსე პოზიცია დააფიქსირა: „ჩემი შთაბეჭდილებით, პუტინის გარდა მშვიდობა ყველას სურს. ასეთი ტიპის პირდაპირი საუბრების მიმართ საკმაოდ დაბალი მოლოდინები მაქვს. ისეთი დისკუსიების გამართვა, რომელმაც შესაძლოა ევროპული ხმა ორად გაყოს, რისკიანია“.

კრიტიკის საპასუხოდ, სტორემ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთს უნდა ელაპარაკოს იმისათვის, რათა შეავსოს ის გზავნილები, რომლებსაც აშშ-ის ადმინისტრაცია აგზავნის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საუბარი იყო ღია და შინაარსობრივი. ამ ომის შედეგს პირდაპირი გავლენა ექნება როგორც ჩვენს, ისე ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე. ომის დასრულება პირდაპირ დისკუსიას მოითხოვს“
„ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ნორვეგიისა და ფინეთის ამ დამოუკიდებელი ინიციატივის მიმართ. ეს არ ყოფილა ჩვენთან კოორდინირებული. ვერ ვხედავ არანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთს ევროპასთან მშვიდობა სურს“
მეტე ფრედერიკსენი
„ჩემი შთაბეჭდილებით, პუტინის გარდა მშვიდობა ყველას სურს. ასეთი ტიპის პირდაპირი საუბრების მიმართ საკმაოდ დაბალი მოლოდინები მაქვს. ისეთი დისკუსიების გამართვა, რომელმაც შესაძლოა ევროპული ხმა ორად გაყოს, რისკიანია“
ულფ კრისტერსონი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მართავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები