სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით უკვე მიმართა.
მანამდე პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს.
„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. ამავდროულად, საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს“, – განაცხადეს უწყებაში დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
13 სტატიაპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენდირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა
გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა
პენიტენციურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - ფეიქრიშვილის საქმის გაგრძელება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…