სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ყოფილმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც პროკურატურამ გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას „ფორმულას“ პენიტენციურ სამსახურში უდასტურებენ.
რამაზ თათარაშვილი ბოლოს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე ის იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებსაც ხელმძღვანელობდა.
პენიტენციური სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, თანამდებობა დღეს დატოვა. მან იუსტიციის მინისტრს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. მანამდე პროკურატურამ პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა.
საქმე გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტს ეხება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…