ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - ფეიქრიშვილის საქმის გაგრძელება

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია მისცა. საქმე ეხება პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

პენიტენციურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - ფეიქრიშვილის საქმის გაგრძელება
პენიტენციურის უფროსი თანამდებობას ტოვებს - ფეიქრიშვილის საქმის გაგრძელებარადიო თავისუფლება

„ბატონო პაატა, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, - ეწერა წერილში, რომლის შინაარსიც „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

დღესვე, 26 ოქტომბერს, ამ განცხადებამდე საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური სამსახურის ზემდგომ სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“ შეეჩერებინა პატარაძისთვის უფლებამოსილება.

ამ რეკომენდაციით მიმართვის მიზეზი რადიო თავისუფლებაში ასე აუხსნეს:

„[ფეიქრიშვილის განცხადებების შედეგად დაწყებული] სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“.

ფეიქრიშვილის ბრალდებები ცემაზე და გამოძიება

40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს;

19 ოქტომბერს მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი სასტიკადაა ნაცემი;

ადვოკატის გადმოცემის თანახმად, ფეიქრიშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს მას შეუსახლეს ახლადდაპატიმრებული ვატო ყიფიანი (რომელთანაც ძმებს დაპირისპირების ისტორია აქვთ), რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემა;

ეს უარყო როგორც პენიტენციურმა სამსახურმა, ისე ვატო ყიფიანმა;

დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ შეიყვანეს: 19 ოქტომბერს – მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით; 20 ოქტომბერს – ხელზე მიყენებული ჭრილობით (თვითდაზიანებით).

გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო.

მოგვიანებით საქმის გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა.

მასალა განახლდება

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  2. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  3. POSTVსამთავრობოპროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
  5. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიპროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენდირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  8. ალიაოპოზიციურიპროკურატურა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
  9. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
  10. იმედინიუსისამთავრობოგიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა
  11. TV პირველიოპოზიციურიგიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა
  12. რუსთავი 2სამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა
  13. POSTVსამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები